მთავარიშოპიYouth Restoring Solutions
Retinol Ceramide Line Erasing Eye Cream
რეტინოლის და კერამიდის შემცველი თვალის ნაოჭსაწინააღმდეგო კრემი Retinol Ceramide Line Erasing Eye Cream, 15 მლ. for Normal
Not Chosen
მრავალმხრივად სასარგებლო თვალის კრემი კლინიკურად დამტკიცებული კაფსულირებული რეტინოლის, პეპტიდების, ნიაცინამიდის და ტენიანობის გამაძლიერებელი კერამიდების შემცველობით, კანს სიგლუვესა და მეტად ნათელ იერსახეს ანიჭებს, შეშუპებულ ქუთუთოებს კი — აცხრობს.
…
Elizabeth Arden, თვალების ზონების გასაახალგაზრდავებლად, Retinol Ceramide Line Erasing Eye Cream-ს წარმოგვიდგენს: კლინიკურად დამტკიცებული რეტინოლის და ტენიანობის გამაძლიერებელი კერამიდის შემცველობით, მრავალფუნქციური კრემი, კანს, სიგლუვეს და მეტად ნათელ იერსახეს ანიჭებს, შეშუპებულ ქუთუთოებს კი — აცხრობს.
პროდუქტის ძლიერმოქმედი ფორმულა ეყრდნობა რეტინოლის ტექნოლოგიას — Smart Retinol Technology, რაც თვალების ფაქიზი მიდამოების მკურნალობისას, შესამჩნევ შედეგებს გვთავაზობს:
„ჭკვიანი პოტენცია“ – კაფსულირებული რეტინოლი, კანის შრეებში, 5-ჯერ უფრო ღრმად შეიწოვება და 8 საათის განმავლობაში, უწყვეტად მოქმედებს.*
„ჭკვიანი შედეგები“ — რეტინოლის, პეპტიდების და ნიაცინამიდის ნაზავი კანის გლუვი, ნათელი სტრუქტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, შეშუპებებს აცხრობს, თვალების ფაქიზ მიდამოებს კი უწყვეტ რეჟიმში ატენიანებს.
„ჭკვიანი დოზირება“ — კაფსულირებული შეფუთვა, ჰაერთან შეუხებლად, პროდუქტის იდეალური რაოდენობით ამოტუმბვის საშუალებას გვაძლევს, რაც, თავის მხრივ, ფორმულის ეფექტურობას ინარჩუნებს.
*კანის მოდელის ტესტი ნედლეულზე: შედეგები გამოვლინდა 7 დღეში, კაფსულირებულ რეტინოლზე რამანის სპექტროსკოპიის გამოყენებით. კვლევის ანგარიშში, მხოლოდ, რეტინოლის ნედლი მასალაა მოხსენიებული, რაც იმას ნიშნავს, რომ კოსმეტიკური პროდუქტის რეალური ეფექტი ინდივიდუალურია.
- „ჭკვიანი პოტენცია“: კაფსულირებული რეტინოლი, კანის შრეებში, 5-ჯერ უფრო ღრმად შეიწოვება და 8 საათის განმავლობაში, უწყვეტად მოქმედებს
- „ჭკვიანი შედეგები“: რეტინოლის, პეპტიდების და ნიაცინამიდის ნაზავი, ხელს უწყობს კანის გლუვი, ნათელი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, აცხრობს შეშუპებებს და უწყვეტ რეჟიმში ატენიანებს თვალების ფაქიზ მიდამოებს
- „ჭკვიანი დოზირება“: კაფსულირებული შეფუთვა, ჰაერთან კონტაქტის გარეშე, კრემის იდეალური რაოდენობით ამოტუმბვის საშუალებას იძლევა, რაც, თავის მხრივ, პროდუქტის ვარგისიანობის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს
- ინოვაციური ვაკუუმური შეფუთვა, ფაქიზი შეხებით, კრემის იდეალურ დოზას ტუმბავს; ფლაკონში ჰაერის შეღწევას აღმოფხვრავს და კრემის ფორმულას, ეფექტიანობას უნარჩუნებს
Aqua/Water/Eau, Glycerin, Butylene Glycol, Cyclopentasiloxane, Cetyl Ricinoleate, Dimethicone, Cetearyl Methicone, Glyceryl Stearate, Peg-100 Stearate, Squalane, Acrylates/C10-30 Alkyl Acrylate Crosspolymer, Bht, C30-45 Alkyl Dimethicone, Carbomer, Ceramide Ap, Ceramide Eop, Ceramide Np, Cetearyl Alcohol, Cholesterol, Dimethicone/Vinyl Dimethicone Crosspolymer, Disodium Edta, Fraxinus Excelsior Bark Extract, Hydroxyethyl Acrylate/Sodium Acryloyldimethyl Taurate Copolymer, Isohexadecane, Mica, Niacinamide, Palmitoyl Tetrapeptide-7, Palmitoyl Tripeptide-1, Panthenol, Phytosphingosine, Polymethyl Methacrylate, Polysorbate 20, Polysorbate 60, Retinol, Silanetriol, Sodium Lauroyl Lactylate, Tocopheryl Acetate, Tromethamine, Xanthan Gum, Benzoic Acid, Chlorphenesin, Phenoxyethanol, Sorbic Acid, Iron Oxides (Ci 77491), Titanium Dioxide (Ci 77891)
Retinol Ceramide Line Erasing Eye Cream, ჟანგბადთან კონტაქტის გამოსარიცხად, ინოვაციურ, ვაკუუმურ შეფუთვაშია მოთავსებული, რაც, ფორმულას პოტენციალს უნარჩუნებს და ამავდროულად, იდეალური დოზის ამოტუმბვის საშუალებასაც გვაძლევს.
ფრთხილად დააწექით კაფსულას თითებით, დაიწვეთეთ კრემი საჩვენებელ თითებზე და გადაინაწილეთ თვალების მიდამოებზე, ქვემოდან ზემოთ მიმართული მოძრაობებით.
კრემი შემოწმებულია კლინიკურად, ოფთალმოლოგების და დერმატოლოგების მიერ. მიზანშეწონილია ყველა ტიპის კანისთვის.
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.