მთავარიშოპისუნამო

RELIQVIA

RELIQVIA

Parfum

სუნამო

RELIQVIA-ს სურნელი ულამაზეს სენიგალიაში — იტალიის მდიდარი ისტორიით და ხელოვნების ნიმუშებით განთქმულ მხარეში გვამოგზაურებს, სადაც ქრისტეს უმნიშვნელოვანესი რელიქვიები ინახება

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

სიტყვა „რელიქვია“ ლათნური Relic-იდან მომდინარეობს. ლათნურად “reliquiae”, ბერძნულად — “λείψανα” ერთსა და იმავე მნიშვნელობისაა; „რაც შემორჩა“, უმეტესწილად კი ეს ადამიანის სხეულზე, ან სხეულის რომელიმე ნაწილზე ითქმოდა ხოლმე.

ქრისტიანობაში, „რელიქვიას“ ქრისტეს სხეულთან, ქრისტეს პირად საგნებთან, ღვთისმშობელთან, ან წმინდანების ნაწილებთან დაკავშირებით იყენებდნენ.

FILIPPO SORCINELLI-ს არომატი RELIQVIA პარფიუმერის სამშობლოსადმი გამოხატული ახალი თაყვანისცემაა, ლეგენდარული იტალიელი ფოტოგრაფისა და ფოტოჟურნალისტის — მარიო ჯაკომელის საკულტო ფოტოპროექტისადმი მიძღვნილი იმავე სახელწოდების არომატის — IO NON HO MANI CHE MI ACCAREZZINO IL VOLTO შემდეგ…

RELIQVIA-ს სურნელი ულამაზეს სენიგალიაში — იტალიის მდიდარი ისტორიით და ხელოვნების ნიმუშებით განთქმულ მხარეში გვამოგზაურებს, სადაც ქრისტეს უმნიშვნელოვანესი რელიქვიები ინახება:

იტალიური ბაროკოს მარგალიტის — ჯვრის ეკლესიის სამლოცველო 1608 წელს, „შვიდი საეკლესიო საიდუმლოსა და ჯვრის საძმოს“ ინიციატივით ააგეს, რომლის წევრიც, დღეს, ორღანისტისა და სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსით, პარფიუმერი ფილიპო სორჩინელიცაა.

RELIQVIA სურნელოვან ისტორიას გვიამბობს ჩუქურთმებისა და რელიეფების დახვეწილი დეკორაციებით დამშვენებულ, მოოქრული ხეებით შემკულ კედლებზე; საკმეველის კეთილშობილური სურნელით გაჯერებულ დიდებული საკურთხევლის საფეხურებზე; ოქროთი ნაქარგ ქსოვილებიზე, რომლებშიც ქრისტეს ცხედრის ქანდაკებაა გახვეული — მე-17 საუკუნის ხის უნიკალური შედევრი, რომელსაც ტაძრის ვიზიტორებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ აჩვენებენ.

სუნამო იტალიელი ფერმწერის — ფრედერიკო ბაროჩის საკურთხევლის ხატის — ქრისტეს სამარხში მიბრძანების სცენის სურნელოვანი ჩარჩოს სიმბოლოა, მხატვრის მიერ ურბინოში შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი შედევრისა, რომელიც, ბაროჩიმ, ნახატით დაწყებული, ჩარჩოთი დასრულებული, საკუთარი ხელით შექმნა.

არომატი შეხვედრის, მოგონებების გახსენების ადგილია, რომელიც დროის წარმავალობის შესახებ მიგვითითებს და ძვირფას, ავთენტურ იდეებს ამჟღავნებს; გზავნილი უკვდავების, უხრწნელობის შესახებ; სურნელი, რომელიც ჩვენგან განსხვავებული — ირეალური, მარადიული სამყაროს ერთადერთი ნაკვალევია ამქვეყნიურ ცხოვრებაში. RELIQVIA-ს სურნელოვანი ხასიათი მუდმივად დახურულ კარადას — წმინდა მამების ზეციური საფარველის სიმბოლოს მოგვაგონებს, რაც, თავის მხრივ, გვიმეორებს, რომ დრო წარმავალია, ცხოვრება თვალის დახამხამებაში მიედინება და ყველაფერი უკვალოდ ქრება.

არომატულ კომპოზიციაში, ქრისტეს საწამებელი ლურსმნებისა და ქრისტეს ცხოვრების წმინდა წლების ამსახველი ალეგორიაა მდიდრული სურნელის მქონე საკმეველი.

შეუძლებელია, ცნებამ — „წმინდა“, კაცთა მოდგმის მიერ აღიარებისა და სრულყოფილი რიტუალებით თაყვანისცემის გარეშე იარსებოს.

არომატი — RELIQVIA სრულყოფილი, წმინდა სივრცეა.

წმინდა რელიქვიებთან შეხება, მათთან კონტაქტის დამყარება, უდიდეს მადლს გვპირდება: სწორედ ამ მიზნით, ძველი რომაელები, წმინდა მოწამეებისა და პონტიფიკოსების სუდარებს ხევდნენ…

წმინდა რელიქვიებთან შეხებით, სულით ავადმყოფები იკურნებიან, შეპყრობილები — ბოროტი ძალებისგან თავისუფლდებიან, ბრმებს — თვალი აეხილებათ, კოჭლი და დავრდომილი კი კვლავინდებურად გაივლის.

არომატული კომპოზიციის ჰარმონიის ევოლუცია:

მუსიკალური ფუგის პირველი ხმა: პაჩული, საკმეველი, ქაშმირის ხე, გუაიას ხე, სანდალის ხე.

მუსიკალური ფუგის მეორე ხმა: ფორთოხლის ყვავილი, შოტლანდიური ფიჭვი, მიხაკი, წითელი ოსპი, ამირისი.

შლეიფი: ელემი, ტკბილი ფორთოხალი, შავი მოცხარი, მუსკატის კაკალი, კვამლის ნოტები, თამბაქოს ფოთლები.

SUBJECT: Patchouli, Incense, Cashmere Wood, Guaiac Wood, Sandalwood

COUNTER SUBJECT: Orange blossom, Scots pine, Cloves, Lentisk, Amyris

TAIL: Elemi, Sweet Orange, Black Currant, Nutmeg, Smoke Notes, Tobacco Leaves

იტალიელი პარფიუმერი ფილიპო სორჩინელი მრავალმხრივი ხელოვანია. მისი მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა სორჩინელის შემოქმედების ლაიტმოტივია.

13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო; სხვადასხვა დროს, რიმინიში — ფანოს კათედრალში, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში ორღანისტად მოღვაწეობდა. მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.

2001 წლიდან, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. სორჩინელის კლიენტებს შორის რომის პაპებიც — ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკე იყვნენ.

პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები 2013 წელს გადადგა: გოთიკური არქიტექტურით შთაგონებული ნიშური ბრენდის — UNUM-ის თანადამფუძნებელი გახდა. 5 უნიკალური არომატისგან შემდგარი კოლექცია მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი.

დღეს, სორჩინელის არომატული პორტფელი ნიშური სუნამოების 7 ხაზს მოიცავს: UNUM-ს, MEMENTO-ს, ATMOSPHERE D’EMOTION-ს, SUPERFLUO?-ს (ნიშური სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები), X SÉ-ს, EXTRAIT DE MUSIQUE-ს და DÉLIRE DE VOYAGE-ს; კოლექცია SCENTED HOME კი დიფუზორებს — ინტერიერის 5 განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს.