Red Door Revealed
Eau de Parfum
სუნამო
ნაცნობი, კეკლუცი და მხიარული არომატი Red Door Revealed, Red Door-ის ხაზის სუნამოების პროტოტიპების — ახალგაზრდა ქალების დამოუკიდებელი სულისკვეთების ასოციაციებს აღძრავს.
Not Chosen
ცხოვრების განსაკუთრებული წუთების აღსანიშნავად, Elizabeth Arden-ის განთქმული ქმნილების უახლესი ინტერპრეტაცია, მოგონებების აღმძვრელ გამხსნელ და გულის ნოტებს, ეგზოტიკური ორქიდეებით ამდიდრებს და აბსოლუტურად ახლებურ, გემრიელ სურნელს წარმოგვიდგენს.
…
Elizabeth Arden-ის Red Door Revealed, უკვე კარგად ნაცნობი, კეკლუცი არომატია, რომელიც Red Door-თან ასოცირებულ ქალთა დამოუკიდებელ სულისკვეთებას მიაგებს ოდას: განსაკუთრებული წუთების აღსანიშნავად შექმნილი სურნელი, ცხოვრების სრულყოფილად შეგრძნებისკენ გვიბიძგებს.
განთქმული Red Door-ის უახლესი ინტერპრეტაცია, მოგონებების აღმძვრელ გამხნელ და გულის ნოტებს, ეგზოტიკური ორქიდეებით ამდიდრებს და აბსოლუტურად ახლებურ, გემრიელ კომპოზიციას წარმოგვიდგენს.
Red Door Revealed ენერგიული ყვავილოვანი ნოტების, მარჯნის მწვანე ორქიდეის და ვარდისფერი პიონის ნაზავით იშლება. კომპოზიციის ცენტრს, ტიარის ყვავილისა და შამპაკის მაგნოლიის მდიდრული, მრავალმხრივი გულის ნოტები აყალიბებს.
თბილ ბაზაზე კი, მღიერების ხავსის, შავი ამბრის და მუშკის ნოტები იყრიან თავს.
გამხსნელი ნოტები:
მარჯნის მწვანე ორქიდეა, ვარდისფერი პიონი, მაკაის ორქიდეა
გულის ნოტები:
ტაიტური გარდენია (იგივე ტიარის ყვავილი), ყვითელი შამპაკა, იასამნისფერი ქლიავი, კასაბლანკას შროშანი, ბულგარული ვარდი, ფორთოხლის ყვავილის ფურცლები
საბაზისო ნოტები:
მღიერების ხავსი, მგრძნობიარე შავი ამბრი, კრემოვანი გუაიაკის (ბაკაუტის ხის) მერქნები
Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua/Water/Eau, Linalool, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Methoxycinnamate, Ethylhexyl Salicylate, AlphaIsomethyl Ionone, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate, Benzyl Salicylate, Cinnamal, Cinnamyl Alcohol, Citral, Citronellol, Coumarin, Eugenol, Geraniol, Hexyl Cinnamal, Hydroxycitronellal, Isoeugenol, Limonene.
ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.
ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.