მთავარიშოპისუნამო

Red Door

Red Door
Red Door

Eau de Toilette

სუნამო

ახალი, ელეგანტური იერსახე და უცვლელად კლასიკური სურნელი: Elizabeth Arden-ის არომატი Red Door.

მოცულობა:

Not Chosen

135.00 ₾
აღწერა

შეაღეთ სურნელოვანი სამყაროს კარი და შეიგრძენით Elizabeth Arden-ის საკულტო არომატის, Red Door-ის რომანტიკული დახვეწილობა: უიშვიათესი ყვავილების, მათ შორის — ფრეზიის, წითელი ვარდებისა და ორქიდეების მდიდრულ ნაზავს, მგრძნობიარე განწყობით, გლამურულად აგვირგვინებს თაფლის და სანდალის ხის ნოტები.

გამხსნელი ნოტები:

როდესაც Red Door-ს ატარებთ, გარშემომყოფთათვის, მყისიერად შესამჩნევს გაქცევთ ფრეზიის და ველური იების ენერგიულ ნაკვალევში გაფურჩქნილი ხეობის შროშანის მდიდრული ესენცია

გულის ნოტები:

წითელი ვარდების, მაროკოს ფორთოხლის ყვავილის, ჟასმინის და ილანგ ილანგის შთამბეჭდავი თაიგული, უტყუარ დახვეწილობასა და გამორჩეულ სტილს მოგანიჭებთ

საბაზისო ნოტები:

მაგიურიად გამომწვევი საბაზისო ნოტები, უნიკალურად მდგრადი თაფლის ესენციის, მუხის ხავსის და სანდალის ხის ნაზავით, ყველაზე ღრმად მიძინებულ ყნოსვით შეგრძნებებსაც კი გამოაღვიძებს

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua/Water/Eau, Alpha-Isomethyl Ionone, Benzyl , Salicylate, Propylene Glycol, Butyl Methoxydibenzoylmethane, Ethylhexyl Methoxycinnamate, , Ethylhexyl Salicylate, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate, Cinnamal, Cinnamyl Alcohol, Coumarin, , Eugenol, Evernia Furfuracea (Treemoss) Extract, Farnesol, Geraniol, Hydroxycitronellal, Isoeugenol, , Linalool, Ext. Violet 2 (Ci 60730), Red 4 (Ci 14700), Yellow 5 (Ci 19140). B02196

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.