მთავარიშოპისუნამო

REA

REA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Giardino Benessere-ს ქმნილება — Rea, არომატის შთამაგონებელი ტიტანიდის მსგავსად, ორსახოვანი, ძლიერი სულის მატარებელია

მოცულობა:

Not Chosen

750.00 ₾
აღწერა

მთელ მსოფლიოში სჯერათ, რომ დედამიწის შექმნამდე, ხილული და უხილავი სამყაროების მიწების ძალას გიგანტური ენერგიის მქონე ტიტანიდი — რეა განაგებდა: როდესაც თავის ყოვლისმომცველ სიყვარულს გამოაფრქვევდა, მწვანე მდელოების ფარდაგებით მოფენილ მთებზე ყვავილები იფურჩქნებოდნენ, მიწიდან კი ხილის მსუყე, მსხმოიარე ნაყოფი იზრდებოდა და მწიფდებოდა. თუმცა, მისი კეთილშობილი, დიდსულოვანი საწყისის არსი დამანგრეველ ძალებსაც მოიცავდა — საკუთარი მუცლის სიღრმიდან, მთელი დედამიწის შერყევა, ვულკანების ამოფრქვევა და მიწისძვრების გამოწვევა შეეძლო.

Giardino Benessere-ს ქმნილება — Rea, არომატის შთამაგონებელი ტიტანიდის მსგავსად, ორსახოვანი, ძლიერი სულის მატარებელია: სურნელოვან კომპოზიციაში, ტოსკანური ტყავის სიძლიერე და ძვირფასი ხეების ნოტები სამეფო ყვავილების სინაზესა და სიმდიდრეს ენაცვლებიან.

სუნამო რაფინირებული, ჰაეროვანი გამხსნელი ნოტებით იშლება: სამეფო ზამბახის დიდებული გამოძახილი ერწყმის ყვითელ ზამბახსა და მაგნოლიას, მათ სურნელს კი ციტრუსები გამოკვეთს — ფორთოხლის და სიცილიური მანდარინის ცქრიალა მხიარულება. არისტიკრატული გამხსნელი ნოტები, ვარდის და ჟასმინის ალერსით, ლავანდის საწოლზე განისვენებენ და კომპოზიციის გულისკენ მიგვაცილებენ, სადაც ვარდისფერი პილპილით და ტოსკანური ტყავის მდგრადი სიძლიერით აქცენტირებული კედარი აღმოცენდება.

გრაციოზული და კომპლექსური გულის ნოტები, შესაფერის — უკიდურესად ექსპრესიულ და ინტენსიურ, დაბალანსებულ საფუძველს მოითხოვდა: ამიტომაც, არომატის ბაზაზე, მუხის ხავსის და ვანილის ნაყოფის ბლენდს შენიშნავთ, რომელთაც სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) იმპულსური ძალა და პაჩული ამყარებს. სურნელის განვითარების ბოლო ეტაპზე, საბაზისო ნოტებს, ტოსკანური არყის ხის ტორფირებული აკორდი იკრავს გულში.

ოსტატურიად შეზავებული, ძვირფასი პარფიუმერული ნედლეულის დამსახურებით, Giardino Benessere-ს Rea-ს, მარელაქსირებელი ძალა და ე.წ. „აგვისტოს ემოციური მდგომარეობის“ — აღტაცების, საზეიმო, ამაღლებული განწყობის გამოწვევის უნარი აქვს. ეს არომატი, უკვდავი ელეგანტურობის წმინდა ექსპრესიაა, მათთვის, ვისაც სურს, სამუდამოდ „იმ ერთადერთად“ დარჩეს.

ზედა ნოტები: იმპერიული ზამბახი, მაგნოლია, ფორთოხალი, მანდარინი და დროშის ზამბახი

შუა ნოტები: ლავანდა, ვარდი, ჟასმინი, კედარი, ვარდისფერი წიწაკა და ტოსკანური ტყავი

ძირითადი ნოტები: მუხის ხავსი, ვანილის კენკრა, არყი, სანდალოზის ხე და პაჩული

Alcohol Denat., Parfum, Alpha-Isomethyl Ionone, Linalool, Coumarin, Limonene, Farnesol, Hydroxycitronellal, Cinnamyl Alcohol, Eugenol, Benzyl Benzoate

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.