მთავარიშოპისუნამო

RASPUTIN

RASPUTIN
RASPUTIN

Eau de Parfum

სუნამო

RASPUTIN-ის სურნელს იდუმალი სახით აკრავს გარს ფუფუნება — უდის ერთ-ერთი საუკეთესო სახეობის — ინდური აგარის ხის შემცველობით, მიპკურებისთანავე მეფურ შეგრძნებებს განიჭებთ.

მოცულობა:

Not Chosen

507.00 ₾
აღწერა

მისი ისტორია:

მღვდელი, ჯადოქარი, პოლიტიკოსი, საყვარელი, სახიფათო, ბოროტი, ლაღი, მოქადაგე, წმინდანი, იდუმალი…

ბოლო 100 წლის განმავლობაში, რასპუტინის შესახებ ბევრს ყვებიან.

რუსეთის მეფის სასახლის ქალები მას „დომინანტური ბუნების მამაკაცს“ უწოდებდნენ, რამაც SweDoft-ის შემქმნელები შთააგონა, მისი ხსოვნისათვის უნიკალური პარფიუმერული ფორმულა მიეძღვნათ.

Swedoft-ის RASPUTIN-ის ფორმულის აღწერა:

ილი, პაჩული, დარიჩინი, მიხაკი, მექსიკური შოკოლადი, საკმეველი და მუშკი ( (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში).

არომატის დომინანტური ხასიათის ბაზის შესაქმნელად, ყველაზე ძლიერი და ძვირფასი პარფიუმერული ნედლეული შეარჩიეს: თუ RASPUTIN-ს ატარებთ, ატმოსფეროში მხოლოდ თქვენი სურნელი იგრძნობა, თუმცა, არა უხეში, არამედ — ნაზი მოქმედებით; თქვენი სუნამოს არომატი ყვავილებით მოფენილ აბიბინებულ მინდორში სეირნობის დროსაც კი ყურადღების ცენტრშია.

RASPUTIN-ის სურნელს იდუმალი სახით აკრავს გარს ფუფუნება — უდის ერთ-ერთი საუკეთესო სახეობის — ინდური აგარის ხის შემცველობით, მიპკურებისთანავე მეფურ შეგრძნებებს განიჭებთ.

SweDoft ტონკას, ანანასს, ჟასმინს და ბერგამოტს მიმართავს, რათა სუნამოს გამაგრილებელი, მომხიბლავი შტრიხების შემატოს. არომატის გამოყენებიდან სულ რამდენიმე წუთში კი მისტიკურ შეგრძნებებს აღძრავს ძველი აღმოსავლური ბლენდი — კედარის ხისა და ვანილის ნაზავი.

შეზავების პროცესი:

უხვი რაოდენობით უნიკალური ინგრედიენტების მიუხედავად, SweDoft-ის წარმომადგენლებს სურდათ, RASPUTIN-ის სურნელის შექმნის ტექნოლოგია ტრადიციული მიქსოლოგიის საზღვრებს გასცდენოდა. გადაწყდა, რომ პარფიუმერულ პროცესს ახალი და ამავდროულად, რასპუტინის ცხოვრების ბოლო ეტაპის ამსახველი საფეხური დაემატებოდა: არც მეტი, არც ნაკლები — სუნამოს კონტეინერი ერესუნის სრუტეში გადაუშვეს!

90 დღის განმავლობაში, ნედლეულის ურთიერთქმედება მაღალი წნევის ქვეშ, ფსკერზე მიმდინარეობადა: ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების ცივ ტალღებში ნჯღრევამ ინგრედიენტების ჰარმონიული შეზავების ბუნებრივი პროცესი განაპირობა და პარფიუმერულმა ფორმულამაც იდეალურად იმოქმედა.

თავის დროზე, ლეგენდარული რასპუტინის ცხედარი წყალში გადააგდეს, SweDoft-მა კი მისი ხსოვნა ერესუნის სრუტიდან სიმბოლურად, სურნელოვნად გააცოცხლა!

სურნელოვანი ნოტები:

ილი, პაჩული, დარიჩინი, მიხაკი, მექსიკური შოკოლადი, საკმეველი და მუშკი (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში), ტონკა, ანანასი, ჟასმინი, ბერგამოტი, კედარის ხე, აგარის ხე/უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით).

სურნელოვანი ნოტები:

ლიმონი, გერანიუმი, ილი, ზაფრანა

კარამელი, შვედური ტყეების მოლეკულური ნოტი (AL), პაჩული, ვეტივერი

მუშკი, ლაბდანუმი, ჟოლო

ნიშ არომატების სახლი — SweDoft 2015 წელს, ჰელსინგბორგში, შვედეთში დაარსდა. კომპანიის ხედვა და დამფუძნებელთა ოცნება პარფიუმერულ ბაზარზე წამყვან მოთამაშეთა შორის პოზიცირება იყო.

ბრენდის საწყისმა კონცეფციამ — კერძო, უნიკალური კლიენტებისთვის შექმნილმა ინდივიდუალურმა არომატებმა, 2019 წელს, გლობალური განვითარება ჰპოვა: SweDoft-ის სუნამოები სხვადასხვა ქვეყანაში გაიცნეს.

SweDoft-ის არომატების შთაგონება მითები და ლეგენდებია, იდუმალი ისტორიული პერსონაჟების, მათ შორის — რასპუტინისა და კაზანოვას ამბები.