QUANDO RAPITA IN ESTASI
Parfum
სუნამო
წარმოიდგინეთ მიყრუებული ადგილი, სადაც ერთმანეთს ერწყმის საკმეველის, ხეობის შროშანის, ოპიუმის აკორდები და სურნელოვან ტრანსში — არომატული ოპერის მიმზიდველ მორევში გითრევთ…
Not Chosen
FILIPPO SORCINELLI-ს არომატი QUANDO RAPITA IN ESTASI მარია კალასის მიერ შესრულებულ ერთ-ერთ ურთულეს ოპერას მიეძღვნა: გაეტანო დონიცეტის მრავალრიცხვოვანი პასაჟებით და მაღალი ბგერებით დატვირთული არიებით ცნობილ „ლუჩია დი ლამერმურს“.
50-იან წლებში, მილანში, სპეციალური საოპერო წარმოდგენები გაიმართა: ღვთაებრივი სოპრანო ცნობილ არიას — „ლუჩიას სიგიჟის სცენას“ მღეროდა.
წარმოიდგინეთ მიყრუებული ადგილი, სადაც ერთმანეთს ერწყმის საკმეველის, ხეობის შროშანის, ოპიუმის აკორდები და სურნელოვან ტრანსში — არომატული ოპერის მიმზიდველ მორევში გითრევთ…
არომატული კომპოზიციის ჰარმონიის ევოლუცია:
მუსიკალური ფუგის პირველი ხმა: საკმეველი, ხეობის შროშანი, კედარი.
მუსიკალური ფუგის მეორე ხმა: მიხაკი და ატამი.
შლეიფი: საკმეველი, ქანაანის ნაძვი, ლაბდანუმი, პაჩული, ვეტივერი, ვანილი, ტონკას მარცვლები.
SUBJECT: Incense, Lily of the Valley and Cedar
COUNTER SUBJECT: Cloves and Peach
TAIL: Incense, Balsam Fir (Abies balsamea), Labdanum, Patchouli, Vetiver, Vanilla and Tonka Bean.
იტალიელი პარფიუმერი ფილიპო სორჩინელი მრავალმხრივი ხელოვანია. მისი მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა სორჩინელის შემოქმედების ლაიტმოტივია.
13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო; სხვადასხვა დროს, რიმინიში — ფანოს კათედრალში, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში ორღანისტად მოღვაწეობდა. მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.
2001 წლიდან, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. სორჩინელის კლიენტებს შორის რომის პაპებიც — ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკე იყვნენ.
პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები 2013 წელს გადადგა: გოთიკური არქიტექტურით შთაგონებული ნიშური ბრენდის — UNUM-ის თანადამფუძნებელი გახდა. 5 უნიკალური არომატისგან შემდგარი კოლექცია მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი.
დღეს, სორჩინელის არომატული პორტფელი ნიშური სუნამოების 7 ხაზს მოიცავს: UNUM-ს, MEMENTO-ს, ATMOSPHERE D’EMOTION-ს, SUPERFLUO?-ს (ნიშური სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები), X SÉ-ს, EXTRAIT DE MUSIQUE-ს და DÉLIRE DE VOYAGE-ს; კოლექცია SCENTED HOME კი დიფუზორებს — ინტერიერის 5 განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს.