PSYCHEDELIC LOVE
Eau de Parfum
სუნამო
არომატი Psychedelic Love INITIO-ს Carnal Blends-ის ხაზიდანაა.
Not Chosen
შეგრძნებების იმპერია, რომელთაც ყნოსვა მართავს…
არომატი Psychedelic Love INITIO-ს Carnal Blends-ის ხაზიდანაა. ამ კოლექციის სუნამოები მიპკურებისთანავე ატყვევებენ გარშემომყოფებს და ფიზიკური მიზიდულობის საოცარ ძალებს აღვივებენ — თითოეული მათგანი, შთამაგონებელი ინგრედიენტებისა და უსაზღვრო ვნების ამსახველი ნოტების გაბედული არომატული კომპოზიციაა, რომელთა შექმნისას, მდგრადი, ძლიერი, გამორჩეული აკორდები დააწყვილეს. ეს პროვოკაციული ქმნილებები ფიზიკური მიზიდულობის საოცარ ძალას მოგანიჭებთ და გარშემომყოფებს ხორციელი სიამოვნებების შესახებ შეახსენებს.
Psychedelic Love-ის არომატს, სამი მნიშვნელოვანი ინგრედიენტის — ვარდის, ჰედიონის და ჰელიოტროპინის დამსახურებით, „ნარკოტიკულ ბომბს“ ადარებენ.
კრისტალური ფხვნილის ასოციაცია — ნაზი და ამავდროულად გამომწვევი არომატი, ერთი შეხედვით, უმაკო ხასიათს წარმოაჩენს; თუმცა, გაითვალისწინეთ, არავინაა გულგრილი ვანილის და ნუშის პოლუსებს შორის მერყევი, კრემოვან-პუდროვანი და ყვავილოვანი სურნელის წინაშე!
ბერგამოტი, ვარდი, მირა, ვანილი, პაჩული, ჰელიოტროპი, ჰედიონი
ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), BENZYL SALICYLATE, LINALOOL, LIMONENE, COUMARIN, BENZYL BENZOATE, CINNAMYL ALCOHOL, ISOEUGENOL, CITRAL, FARNESOL, BENZYL CINNAMATE, CITRONELLOL, GERANIOL, EUGENOL
ნიშ არომატების ბრენდი INITIO, სურნელთა ორიგინალური ძალებით, კლასიკური პარფიუმერიის საზღვრებს ცდება, მისი საიდუმლო თილისმები კი არომატული კომპოზიციების მისტიკურ ასპექტებს ავლენენ.
ფართოდ შეაღეთ კარი ჯადოსნური, ექსტრაორდინალური ძალების უნიკალურ სამყაროში, სადაც გაძლიერებული სენსორული ვიბრაციები სურნელთა შეუღწევადი ენერგიების შეგრძნებაში გვეხმარებიან.