PSICHE
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
V Canto-ს Psiche კამკამა სიწმინდის ამსახველი სუნამოა, ზეციური ანგელოზის მბრწყინავი ღიმილით, რომელსაც თაყვანისცემის აღტაცების გამოწვევა ძალუძს.
Not Chosen
წმინდა ვერცხლის ფირფიტით სრულად ხელნაკეთ, ძვირფას ფლაკონში, ყველაზე ცქრიალა, კაშკაშა სილამაზეა დალუქული: გამოცდილი იტალიელი მოქანდაკეების მიერ უძველესი ტექნოლოგიით შექმნილი სუნამოს თითოეული ბოთლის დიზაინი უნიკალურია!
V Canto-ს სურნელოვანი ქმნილება — Psiche („ფსიქე“) შთაგონებულია სილამაზით, ეროსის მიჯნური, ფსიქე რომ ასხივებდა, რითაც სიყვარულის ღმერთს სიგიჟემდე შეაყვარა თავი. ცქრიალა, კრისტალური მშვენიერების განმასახიერებელი პარფიუმის ექსტრაქტი, დროსა და ტენდენციებს მიღმა იმყოფება: Psiche — ესაა სუნთქვის შემკვრელი და ამავდროულად, იავნანის მსგავსად დამამშვიდებელი სილამაზე, რომელიც ყოველ მის თაყვანისმცემელს ექსტაზურ მდგომარეობას ანიჭებს.
ესენციის სურნელი მაცდური თეთრი ყვავილების თრობის მომგვრელი აფეთქებით იშლება: მაგნოლიის, ჯანჯაფილის, თეთრი შროშანისა და უიშვიათესი ლურჯი ლოტუსის გამოძახილებს, იტალიური ციტრუსების ბზინვარე ნოტები — სორენტოს ლიმონი, კალაბრიული ბერგამოტი და სიცილიური ფორთოხალი უპირისპირდება.
არომატის ვნებიანი გახსნა ინტენსიურ, შუშხუნა გულშია გახვეული, სადაც გვიმრის ნოტები, ზღვის ნაპირზე მიშხეფებული ტალღების მსგავსად ჟღერენ: გულის ნოტებს შორის, ტაიტური ვეტივერით და სიამის ბენზოინით (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) გარემოცული აფროდიზიაკური ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ექოს იტალიური ლავანდის და წითელი კენკრის ფაქიზი, უმანკო სიგრილე ირეკლავს.
სურნელოვანი ქმნილების ბაზა ხაზგასმულია დელიკატურად დაბალანსებული მერქნების და ტკბილი კენკრის ნაზავით, რაც მთლიან კომპოზიციას ხანგრძლივი მდგრადობის გარანტიას ანიჭებს. კედარის ხესა და არყის ხესთან კომბინირებულ მუხის ხავსის და მუშკის ძლევამოსილ სიგრილეს, ვანილის ნაყოფსა და ტონკას მარცვლებთან შეზავებული ლერწმის შაქრის გურმანული შტრიხი ატკბობს და სუნამოს წმინდა, გამძლე ხასიათს აძლიერებს.
V Canto-ს Psiche კამკამა სიწმინდის ამსახველი სუნამოა, ზეციური ანგელოზის მბრწყინავი ღიმილით, რომელსაც თაყვანისცემის აღტაცების გამოწვევა ძალუძს.
ზედა ნოტები: მაგნოლია, ნეპალის ჯანჯაფილი, თეთრი შროშანა, ლურჯი ლოტუსი, ბერგამოტი, სორენტოს ლიმონი და სიცილიური ფორთოხალი
შუა ნოტები: ამბრა, ტაჰიტური ვეტივერი, სიამის ბენზოინი, იტალიური ლავანდა და წითელი კენკრა
ძირითადი ნოტები: კედარის ხე, არყის ხე, შაქრის ყავისფერი, ვანილის ლობიო, ტონკას ლობიო, მუხის ხავსი და მუშკი
Alcohol Denat., Parfum, Limonene, Geraniol, Coumarin, Hydroxycitronellal, Alpha – Isomethyl Ionone, Citral, Citronellol, Anise Alcohol, Linalool
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია