Promesse de l'aube
Eau de Parfum
სუნამო
Promesse de l’aube-ის კომპლექსური ხასიათის აღქმა იოლი არაა, თუმცა სურნელი შეუცვლელია მათთვის, ვინც მისი არომატის სიღრმეებს ჩასწვდება.
Not Chosen
პარფიუმერი ფრანსის კურკჯიანი Parfums MDCI-ს Promesse de l’aube-ის არომატის გაშლით, ერთგვარ სიურპრიზს გვიმზადებს: ჰესპერიდიას გამაგრილებელი, ციტრუსოვანი, ველური ნოტები წინ უძღვის საოცრად იშვიათი, ორიგინალური სუნამოს ტკბილ, დახვეწილ გულის და სიღრმისეულ თაფლის ნოტებს.
Promesse de l’aube-ის კომპლექსური ხასიათის აღქმა იოლი არაა, თუმცა სურნელი შეუცვლელია მათთვის, ვინც მისი არომატის სიღრმეებს ჩასწვდება.
გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, ბრაზილიური მანდარინი, კალიფორნიული ლიმონი
გულის ნოტები: ეგვიპტური ჟასმინი, ილანგ ილანგი
საბაზისო ნოტები: ინდური სანდალის ხე, ტონკას მარცვლები, ვანილი
ზედა ნოტები: ბერგამოტი, მანდარინი, ლიმონი
შუა ნოტები: ჟასმინი, ილანგ-ილანგი
საბაზისო ნოტები: სანდალოზის ხე, ტონკას მარცვლები, ვანილი
არომატული სახლი Parfums MDCI სუნამოების მოყვარულებს და კოლექციონერებს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშებით შთაგონებულ ექსკლუზიურ სურნელებს ძვირფასი შეფუთვით — დახვეწილი არომატების მომხიბლავობას ფლაკონისა და თავსახურის პოეტური სილამაზე აძლიერებს.
მას შემდეგ, რაც Parfums MDCI-ს სუნამოები მეტმა ადამიანმა იპკურა, ბრენდის ცნობადობაც საგრძნობლად გაიზარდა: წლებთან ერთად, პარფიუმერიის პატარა სახლი არომატულ ლაბორატორიად იქცა, ყოველ ახალ პარფიუმერთან თანამშრომლობას კი ახალი არომატის შექმნა და ახალი შემოქმედებითი გზების აღმოჩენა მოჰყვა.