PRIMADONNA
Eau de Parfum
სუნამო
Primadonna-ს გამოყენება იდეალურია წვეულებაზე ან შეხვედრაზე, სადაც გსურთ, თქვენმა აურამ ატმოსფეროს მაგნიტურობა, სითბო შემატოს, თქვენ კი — ყურადღების ცენტრში მოგაქციოთ.
Not Chosen
SweDoft-ის არომატი Primadonna თქვენს სილამაზეს და სტილის უსვამს ხაზს, რათა უკლებლივ ყველა გარშემომყოფი მოხიბლოთ და მიიზიდოთ. მისი სურნელოვანი მაგია, მართლაც, ადამიანების შეგრძნებების მასტიმულირებელია.
Primadonna-ს გამოყენება იდეალურია წვეულებაზე ან შეხვედრაზე, სადაც გსურთ, თქვენმა აურამ ატმოსფეროს მაგნიტურობა, სითბო შემატოს, თქვენ კი — ყურადღების ცენტრში მოგაქციოთ.
ამ არომატის მდგრადი სურნელი დიდი ხნის განმავლობაში გაგიხალისებთ განწყობას.
სურნელოვანი ნოტები:
ყავა, პაჩული, ხის ნოტები, ვანილი, სპეციები
ნიშ არომატების სახლი — SweDoft 2015 წელს, ჰელსინგბორგში, შვედეთში დაარსდა. კომპანიის ხედვა და დამფუძნებელთა ოცნება პარფიუმერულ ბაზარზე წამყვან მოთამაშეთა შორის პოზიცირება იყო.
ბრენდის საწყისმა კონცეფციამ — კერძო, უნიკალური კლიენტებისთვის შექმნილმა ინდივიდუალურმა არომატებმა, 2019 წელს, გლობალური განვითარება ჰპოვა: SweDoft-ის სუნამოები სხვადასხვა ქვეყანაში გაიცნეს.
SweDoft-ის არომატების შთაგონება მითები და ლეგენდებია, იდუმალი ისტორიული პერსონაჟების, მათ შორის — რასპუტინისა და კაზანოვას ამბები.