მთავარიშოპიSuperior Anti-Ageing Technology

PREVAGE® Clinical Lash + Brow Enhancing Serum

PREVAGE® Clinical Lash + Brow Enhancing Serum

Lash+Brow Serum

შრატი, რომელიც შესამჩნევად ავსებს და გამოკვეთს ბუნებრივი წამწამების ფორმას.

მოცულობა:

Not Chosen

324.00 ₾
აღწერა

გაიცანით Elizabeth Arden-ის შრატი — PREVAGE® Clinical Lash + Brow Enhancing Serum, ბუნებრივი წამწამების ფორმისა და მოცულობის გასაუმჯობესებლად; ისიამოვნეთ მეტად მიმზიდველი მზერით!

ვიტამინებით, მცენარეული კომპონენტებითა და წამწამის მოვლის საშუალებებით მდიდარი ბრენდის ექსკლუზიური სამმაგი პეპტიდის კომპლექსი, წამწამების ბუნებრივ ციკლს აძლიერებს, აჯანსაღებს და აღადგენს; შედეგად, თვალებიც მეტად ახალგაზრდულ გამომეტყველებას იძენენ. შრატი ეფექტურია როგორც ზედა, ასევე ქვედა რკალზე; აუმჯობესებს წარბების ხარისხსაც.

გაითვალისწინეთ: PREVAGE® Clinical Lash + Brow Enhancing Serum-ის მოქმედება, წამწამების/წარბების ცვენის პრევენციას და მკურნალობას, არ უზრუნველყოფს.

კლინიკური შედეგები:

ბრენდის მიერ წარმოებული კლინიკური კვლევის ფარგლებში, მონაწილე ქალების 100%-ში, წამწამების ხარისხის გაუმჯობესება გამოვლინდა1.

1. მონაცემები ეყრდნობა 30 ქალზე, შრატის 2-კვირიანი გამოყენების შემდგომ წარმოებული კლინიკური კვლევის შედეგებს.

Full Ingredients: Water/Aqua/Eau, Butylene Glycol, Glycerin, Acrylates/C10-30 Alkyl Acrylate Crosspolymer, Aloe Barbadensis Leaf Juice, Ascorbyl Palmitate, Camellia Oleifera Leaf Extract, Camellia Sinensis Leaf Extract, Chamomilla Recutita (Matricaria) Flower Extract, Citric Acid, Cucumis Sativus (Cucumber) Fruit Extract, Disodium Edta, Ethylhexylglycerin, Leuconostoc/Radish Root Ferment Filtrate, Myristoyl Hexapeptide-16, Myristoyl Octapeptide-1, Myristoyl Pentapeptide-17, Panthenol, Phospholipids, Retinyl Palmitate, Sodium Hyaluronate, Tocopheryl Acetate, Triethanolamine, Chlorphenesin, Phenoxyethanol, Potassium Sorbate, Sodium Benzoate.


გამოყენების წესი

წამწამების ზედა და ქვედა რკალზე გამოყენებისას: წაისვით შრატი სუფთა სახეზე, მაკიაჟის მოშორების შემდეგ.

გამოიყენეთ შრატი ყოველ ღამით: გადაინაწილეთ კანზე აპლიკატორის ფუნჯით, წამწამების რკალის გასწვრივ, თვალის შიდა კუთხეებიდან გარე კუთხეებისკენ მიმართული მოძრაობებით.

შეინახეთ პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე.

წარბებზე გამოყენებისას: წაისვით შრატი სუფთა სახეზე, მაკიაჟის მოშორების შემდეგ, ყოველ ღამით: დაიტანეთ წარბის პრობლემურ უბნებზე აპლიკატორის ფუნჯით.

ყველაფერი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, საკულტო სპა Red Door-ში („წითელი კარი“: ამერიკის პირველი დღის სპა) დაიწყო და მალე, Elizabeth Arden, კანის მოვლის და კოსმეტიკის სფეროში დანერგილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დამსახურებით, სილამაზის გლობალურ ცენტრად იქცა.

ბრენდი, დაარსების დღიდან, წინსვლასა და განვითარებაზე ფოკუსირდება, თუმცა არასოდეს ღალატობს მდიდარ მემკვიდრეობას და არაორდინალურ ტრადიციებს.