Precious L'Outil 3-in-1 Facial Massage Tool
Clarins-ის ინსტიტუტში შექმნილი განსაკუთრებული აპლიკატორ-მასაჟორი სენსორული განცდების გასაძლიერებლად და კოლექცია Clarins Precious-ის პროდუქციის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. for Precious L'Outil 3-in-1 Facial Massage Tool
Not Chosen
ადამიანის ხელის ანატომიის იდენტური ფორმის Clarins-ის განსაკუთრებული აპლიკატორ-მასაჟორი — Precious L’Outil 3-in-1 Facial Massage Tool, სახის ყოველ ზონას, თანასწორად მოიცავს და ამავე ხაზის კრემის დამარბილებელ და გამამკვრივებელ ეფექტებს აძლიერებს. მისი გამოყენებით, კანის ბრწყინვალებასაც გაიუმჯობესებთ: მასაჟორის მკვრივი და ელასტიკური თეთრი ზონა, ხელის თითების მოქმედებას იმეორებს — ხსნის დაძაბულობას და ხელს უწყობს ენერგიის ცირკულაციას; ცივი ბალიშის ზონა, კანის გამამკვრივებელ და მარელაქსირებელ ეფექტს უზრუნველყოფს, ნახევარმთვარის ფორმის კიდეები კი — სასარგებლო მასაჟს.
Clarins-ის ინსტიტუტის მიერ, ე.წ. „შეხების ხელოვნებისთვის“ შექმნილი პროდუქტი, მართლაც, გამორჩეული აქსესუარია, რომელიც სენსორულ განცდებს აძლიერებს და მოვლის საშუალებების მოქმედებას აუმჯობესებს.
- აძლიერებს კრემის დამარბილებელ და გამამკვრივებელ ეფექტებს
- აღადგენს კანის ბრწყინვალებას
- ხსნის კანის დაჭიმულობის შეგრძნებას
გამოიყენეთ აპლიკატორ-მასაჟორი პროდუქციის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, თითოეული საშუალების გამოყენების ინსტრუქციის თანახმად.
ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.
70+ წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება
ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.
*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში) პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.