მთავარიშოპისუნამო

PACOLLECTION STRONG ME

PACOLLECTION STRONG ME

Eau de Parfum

სუნამო

Paco Rabanne-ის Strong Me შერეული სურნელი ზეთოვანი ბაზით, ლიქიორით გამდიდრებული ქლიავით, ენერგიული მეტალით ქარვისებრი ხით და ვანილით, კომბინირებული არომატია, მგრძნობიარე და მძაფრი შავი ხილი Paco Rabanne-ის სუნამოების კოლექციიდან.

მოცულობა:

Not Chosen

293.00 ₾
აღწერა

Paco Rabanne-ის Strong Me შერეული სურნელი ზეთოვანი ბაზით, ლიქიორით გამდიდრებული ქლიავით, ენერგიული მეტალით (მეტალის ნოტები, იგივე ალდეჰიდები: მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული მეტალის, თბილი, თეთრეულის და სამრეცხაოს ასოციაციის გრილი აკორდებით. ხშირად უხამებენ ყვავილოვან ნოტებს, რათა თითოეული ნიუანსი არომატულ კომპოზიციაში მეტად ღრმად, სრულად გამოავლინონ), ქარვისებრი ხით და ვანილით, კომბინირებული არომატია, მგრძნობიარე და მძაფრი შავი ხილი Paco Rabanne-ის სუნამოების კოლექციიდან.

Davana, Rum accord, Vanilla, Cedarwood

Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.

1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.