PACOLLECTION MAJOR ME
Eau de Parfum
სუნამო
Paco Rabanne-ის Major Me უნისექსური ტიპის არომატია, ხილისებრი უდის სურნელით — სუნამო, რომელიც საკუთარი რიტმის ქვეშ ცეკვავს.
Not Chosen
Paco Rabanne-ის Major Me უნისექსური ტიპის არომატია, ხილისებრი უდის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) სურნელით — სუნამო, რომელიც საკუთარი რიტმის ქვეშ ცეკვავს.
Major Me-ს გამხსნელ ნოტებში შავი პილპილის და ალუბლის კომბინაციით შექმნილი აკორდი იკვეთება.
საკმეველის ღრმა, რეზონანსული სურნელოვანი ხაზი, მინერალური ხავსი და ბენზოინის (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) ფისი სარჩულად ედება ვარდის, პაჩულის და უდის სიროფისებრ ნოტებს.
Cherry, Oud, Pachouli, Incense
Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.
1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.