მთავარიშოპისუნამო

PACOLLECTION GENIUS ME

PACOLLECTION GENIUS ME

Eau de Parfum

სუნამო

Genius Me უნისექსური ტიპის არომატია, გამაგრილებელი ალდეჰიდი პაკო რაბანის საავტორო მეტალის აკორდით.

მოცულობა:

Not Chosen

293.00 ₾
აღწერა

Paco Rabanne-ის Genius Me უნისექსური ტიპის არომატია, გამაგრილებელი ალდეჰიდი (მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული მეტალის, თბილი, თეთრეულის და სამრეცხაოს ასოციაციის გრილი აკორდებით. ხშირად უხამებენ ყვავილოვან ნოტებს, რათა თითოეული ნიუანსი არომატულ კომპოზიციაში მეტად ღრმად, სრულად გამოავლინონ) პაკო რაბანის საავტორო მეტალის აკორდით.

Genius Me-ს არომატული დარტყმა იწყება შოკისმომგვრელი ფორთოხლის ცედრითა და „სარეცხის ფხვნილის“ (მოლეკულური ინგრედიენტი) სისუფთავის სურნელის მქონე აკორდით — cristallfizTM-ით. უაღრესად კამკამა, გამაგრილებელი არომატი, მოულოდნელი დარტყმის მსგავსად, ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს გარშემომყოფებზე.

Crystalfizz accord, Orange Zest, Rosemary, Tree Moss

Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.

1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.