მთავარიშოპისუნამო

PACOLLECTION FABULOUS ME

PR EDP PACOLLECTION FABULOUS ME

Eau de Parfum

სუნამო

Fabulous Me უნისექსური ტიპის არომატია სპილენძისებრი ქარვის სურნელით.

მოცულობა:

Not Chosen

293.00 ₾
აღწერა

Paco Rabanne-ის Fabulous Me უნისექსური ტიპის არომატია სპილენძისებრი ქარვის სურნელით. სწორედ პაკო რაბანის მიერაა შექმნილი წმინდა აბსტრაქცია — საავტორო პარფიუმერული აკორდი „სპილენძისებრი მერქანი“ (copper wood).

მანათობელი სურნელი მამაკაცებსა და ქალებისთვის — Fabulous Me მბრწყინავი მერქნების და უნიკალური მცენარის დუეტს წარმოადგენს — ტკბილი გოგრის აკორდის და გრილი, ხილისებრი რევანდის ნაზავს.

Sandalwood, Pumkin, Vanilla, Genet

Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.

1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.