მთავარიშოპისუნამო

PACOLLECTION DANGEROUS ME

PACOLLECTION DANGEROUS ME

Eau de Parfum

სუნამო

aco Rabanne-ის ქარვის წარუშლელი სურნელით გამორჩეული Dangerous Me, ბრენდის საავტორო პარფიუმერული აკორდით — taxttoo fragrance-ით შექმნილი, უნისექსური ტიპის არომატია.

მოცულობა:

Not Chosen

293.00 ₾
აღწერა

Paco Rabanne-ის ქარვის წარუშლელი სურნელით გამორჩეული Dangerous Me, ბრენდის საავტორო პარფიუმერული აკორდით — taxttoo fragrance-ით შექმნილი, უნისექსური ტიპის არომატია.

სურნელოვანი კომპოზიცია ვანილით გაჟღენთილი მელნის აკორდისა (რეპროდუქციული აკორდი ქაფურის, მიწის, პაჩულის, ჭვარტლის ნოტებით) და რუხი ქარვის კომბინაციითაა შედგენილი. ვნებიანი, მღელვარე ინგრედიენტების ნაზავი კანს მერქნების ცვალებადი ნოტების ვიბრაციების საბურველში ახვევს, კედარის ხის ნოტებთან ერთად.

Vanilla, Cedarwood, Grey Amber Accord, Ginger

Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.

1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.