PACOLLECTION DANDY ME
Eau de Parfum
სუნამო
Paco Rabanne-ის Dandy Me დახვეწილი, ექსცენტრული არომატია, რომელიც ვარდის და გერანიუმის კავშირით, ძლიერ, მრავალფასადურ თაიგულს შლის.
Not Chosen
Paco Rabanne-ის Dandy Me დახვეწილი, ექსცენტრული არომატია, რომელიც ვარდის და გერანიუმის (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) კავშირით, ძლიერ, მრავალფასადურ თაიგულს შლის.
გამხსნელ ნოტებში, გრეიფრუტის სინათლეს სამეფო ყვავილის — ცენტიფოლიას ვარდის (იგივე კალიფორნიული ვარდი) ელეგანტურობა აძლიერებს.
Dandy Me-ს გამბედავი სურნელოვანი ხასიათი ზაფრანის გაელვებით ვლინდება, რაც სანდალის ხის (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) ხავერდოვან ეფექტს აძლიერებს და კანთან შეხებისას, ოსმოსურ შეგრძნებებს იწვევს.
Rose, Grapefruit, Sandalwood, Geranium
Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.
1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.