PACOLLECTION CRAZY ME
Eau de Parfum
სუნამო
Crazy Me უნისექსური ტიპის, ყვავილოვანი სურნელით დამუხტული არომატია, რომელიც შეიცავს პაკო რაბანის მიერ შექმნილ საავტორო სურნელოვან აკორდს
Not Chosen
Paco Rabanne-ის Crazy Me უნისექსური ტიპის, ყვავილოვანი სურნელით დამუხტული არომატია, რომელიც შეიცავს პაკო რაბანის მიერ შექმნილ საავტორო სურნელოვან აკორდს — მიმოზას ტრანსფორმაციას.
Crazy Me-ს სურნელოვან შემადგენლობაში, ხავერდოვანი მიმოზა და აბრეშუმისებრი სანდალის ხე, ვასაბის მწარე აფეთქებითაა დაგვირგვინებული; მისი ტკბილი ნოტები მკვეთრისკენ მიილტვიან და მართლაც პარადოქსული ხასიათის სუნამოს გვთავაზობენ.
Mimosa, Wasabi, Blackcurrant, Sandalwood
Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.
1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.