მთავარიშოპისუნამო

PACOLLECTION BLOSSOM ME

PACOLLECTION BLOSSOM ME

Eau de Parfum

სუნამო

Blossom Me ფორთოხლის ყვავილით ამაღლებული მცენარეული ინფუზიაა, რომელსაც კაშკაშა ნათება აკრავს გარს

მოცულობა:

Not Chosen

293.00 ₾
აღწერა

Paco Rabanne-ის არომატი ქალბატონებისთვის — Blossom Me ფორთოხლის ყვავილით ამაღლებული მცენარეული ინფუზიაა, რომელსაც კაშკაშა ნათება აკრავს გარს; გამამხნევებელი, მზით გაჟღენთილი სურნელი — მწვანე მანდარინის აფეთქება სიგრილის ნაკადში.

კრისტალისებრ არომატს ახალ განზომილებას მატებს ვეტივერი ავთენტური, მერქნისებრი ნოტებით. Blossom Me-ს დაგემოვნებისას, განწყობაზე ყოველთვის ოპტიმიზმი დომინირებს.

Orange blossom, Mandarin, Vetiver, Green Accord

Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.

1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.