მთავარიშოპისუნამო

POWER SELF

POWER SELF

Extrait de Parfum

სუნამო

პარფიუმის ექსტრაქტი Power Self, მეტია, ვიდრე უბრალო სუნამო: ეს ფუნქციური კომპოზიცია, გარდაქმნისკენ გიბიძგებთ: იქეცით საკუთარი თავის სუპერ-ვერსიად, INITIO-ს POWER SELF-თან ერთად!

მოცულობა:

Not Chosen

1,121.00 ₾
აღწერა

Power Self, მეცნიერებისა და ემოციის ალქიმიაა: INITIO Parfums Privés, ამ სურნელით, პარფიუმერიის ისტორიის ახალ, სწორედ მეცნიერებით გაძლიერებული სუნამოს ეპოქას ამკვიდრებს.

Power Self, არომატსა და ტვინის სენსორულ რეცეპტორებს შორის პირდაპირ კავშირს ამყარებს და თავდაჯერების და კეთილდღეობის შეგრძნებებზე თვალსაჩინო ზემოქმედებით, უბრალო ყნოსვითი სიამოვნების საზღვრებს სცდება. ესაა სუნამო, რომელიც საკუთარი თავის რწმენასა და კეთილდღეობის განცდას საგრძნობლად აგიმაღლებთ.

აღმოაჩინეთ INITIO Parfums Privés-ს მიერ მეცნიერულად შემუშავებული უნიკალური ფორმულა, რომელიც მიზანმიმართული ყნოსვითი სტიმულაციით, მენტალურ და ემოციურ მდგომარეობას აუმჯობესებს!

გარდაქმენით მომავალი ახალი, ინოვაციური ნეიროსურნელოვანი ტექნოლოგიით, რომელიც თქვენს გონებას ავითარებს და კომფორტის შეგრძნებას ამძაფრებს!

შეუერთდით გაძლიერებული ინდივიდების მოძრაობას, რათა მათთან ერთად, შინაგანი სიმტკიცის მნიშვნელობა, ხელახლა განსაზღვროთ!

მერქნოვან-ყვავილოვანი უნისექსური კომპოზიცია მომხიბლავ, დამამშვიდებელ სილაჟს ქმნის და თქვენს ჭეშმარიტ მესთან ერთად რეზინირებს. მისი დუალისტური არსი, თეთრი ყვავილების სინაზეს მუშკის და სპეციების ენერგიულ სიმძაფრესთან აზავებს და ამ კონტრასტების შეპირისპირებით, თავდაჯერებისა და შინაგანი ძალის მყისიერად გამააქტიურებელ უნიკალურ ალქიმიას წარმოქმნის.

პარფიუმის ექსტრაქტი Power Self, მეტია, ვიდრე უბრალო სუნამო: ეს ფუნქციური კომპოზიცია, გარდაქმნისკენ გიბიძგებთ: იქეცით საკუთარი თავის სუპერ-ვერსიად, INITIO-ს POWER SELF-თან ერთად!

გამხსნელი ნოტებივარდისფერი წიწაკა

გულის ნოტებითეთრი ვარდი, თეთრი ყვავილები, ოსმანტუსი, მაგნოლია

საბაზისო ნოტებიმუშკი, dsm-firmenich-ის ექსკლუზიური მოლეკულური ინგრედიენტი Ambrox® Super (ამბრის მძლავრი, ელეგანტური აკორდი მუშკისებრ-მერქნოვანი ტონებით), კედარვუდი

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), HYDROXYCITRONELLAL, FARNESOL, LINALOOL, TOCOPHEROL, ALPHA-ISOMETHYL IONONE, LIMONENE, BENZYL ALCOHOL, BENZYL BENZOATE

For external use only

Flammable product.

ნიშ არომატების ბრენდი INITIO, სურნელთა ორიგინალური ძალებით, კლასიკური პარფიუმერიის საზღვრებს ცდება, მისი საიდუმლო თილისმები კი არომატული კომპოზიციების მისტიკურ ასპექტებს ავლენენ.
ფართოდ შეაღეთ კარი ჯადოსნური, ექსტრაორდინალური ძალების უნიკალურ სამყაროში, სადაც გაძლიერებული სენსორული ვიბრაციები სურნელთა შეუღწევადი ენერგიების შეგრძნებაში გვეხმარებიან.