მთავარიშოპისუნამო

POUR FEMME

POUR FEMME

Eau de Parfum

სუნამო

სპეციალურად თანამედროვე ქალებისთვის შექმნილი დახვეწილი არომატი, კიდევ ერთხელ ადასტურებს Aigner-ის დიზაინერული სახლის პარფიუმერულ ოსტატობას: გამოსცადეთ უპრეცედენტო სენსორული მოგზაურობა, აღმოსავლურ-ყვავილოვან Pour Femme-ის თანხლებით!

მოცულობა:

Not Chosen

174.00 ₾
აღწერა

2010 წელს გამოშვებულმა სუნამომ, მართლაც, დროის გამოცდას გაუძლო: დღემდე წარმატებით ახერხებს მფლობელების თუ მათი გარშემომყოფებების მოჯადოებას. ფლაკონის გახსნისთანავე, მანდარინის ფორთოხლის, პილპილის და ბერგამოტის პიკანტური ნოტები გვეგებებიან და გამამხნევებელი კომბინაციით, სიგრილისა და თავდაჯერების შეგრძნებებს აღძრავენ, რაც, დღის სასიამოვნოდ გასატარებლად, იდეალურ განწყობას ქმნის.

მალევე იშლება კომპოზიციის გულიც, ერთმანეთში ფაქიზად ჩაქსოვილი ვარდის, გარგრის და ფრეზიის ნოტებით: ეს დახვეწილი და დამამშვიდებელი ყვავილოვანი თაიგული, Pour Femme-ს, სიღრმის დამატებით ფენას და დახვეწილობას ანიჭებს და მართლაც, დაუვიწყარი შტრიხებით ამკობს.

სურნელის შერბილებისას, პაჩულის, ნუშის, მუშკის, ამბრის და ვირჯინიული კედარის ნოტები იკვეთება და მდიდრულ, თბილ ნახევარტონებთან ერთად, მდგრად ნაკვალევსა და დიზაინერ ეტიენ აიგნერის უნიკალურ ხელწერას აყალიბებს.

Pour Femme, მეტია, ვიდრე სუნამო: ის, ელეგანტურობისა და სტილის შესახებ განაცხადია!

გამხსნელი ნოტები:

ფორთოხალი, პილპილი, ბერგამოტი

გულის ნოტები:

ვარდი, გარგარი, ფრეზია

საბაზისო ნოტები

პაჩული, ნუში, მუშკი, ამბრი, ვირჯინიული კედარი