POTAMOI
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
Potamoi სიგრილის, სითბოსა და კომპლექსურობის ბალანსის განსხეულებაა — ემოციური ცეკვა, რომელიც გრძნობებს იპყრობს და პირველქმნილი სილამაზით მოიცავს.
Not Chosen
ულამაზეს, მეფურ მთებს შორის მოქცეულ ხეობაში, მსუბუქი ნიავი უბერავდა და პოტამოის — გამდინარე წყლების ტიტანების ყოვლისმომცველი, იდუმალი სურნელი მოჰქონდა…
Giardino Benessere-ს ესენცია Potamoi („პოტამოი“) ოდას მიაგებს ბუნების პირველყოფილ ძალებს, ველურ სილამაზეს და წყლის შეუზღუდავ ენერგიას; საკუთარი სურნელით კი მდინარეების დიდებულებას, ჩანჩქერების სიგრილეს და წყაროების სიცოცხლისუნარიანობას ასახავს. ყველა, ვინც ამ სუნამოს ატარებს, თვით ბუნების მკლავებში ჩახუტებას შეიგრძნობს და საუკუნოვანი საიდუმლოებებისა და წინაპართა ისტორიების ჩურჩული ჩაესმის.
დააგემოვნეთ Potamoi-ს ესენციის არომატი და შეაბიჯეთ გამდინარე წყლების დროსა და ბუნებაში მოგზაურ გემზე, რომელიც ტიტანებით და ბუნების პირველყოფილი, დღემდე ყოვლისმომცველი ძალებითაა შთაგონებული…
Giardino Benessere-ს სურნელოვანი ქმნილება ელეგანტური, დამაინტრიგებელი თაიგულით იშლება: რეჯიო კალაბრიის ბერგამოტის გამოძახილები ამაღელვებელი ბრწყინავლებით გამოკვეთს ციტრუსოვან ხილს. ბერგამოტის ნოტები ჰარმონიულად ცეკვავენ ნეპალის ილის და ბულგარული ლავანდის ნოტებთან, საბოლოოდ კი მათ იტალიური ღვიაც უერთდება.
არომატის ცქრიალა გამხსნელი ნოტები, ატლასის კედარის მაჰიპნოზირებელი სურნელის, ტაილანდური ქოქოსის სიტკბოს, რძისებრი ლაქტონის და ბულგარული ვარდის ღრმა, ემოციურ საწოლზე მკვიდრდებიან. მათ სიცილიური ფორთოხლის ყვავილის დახვეწილი სურნელი და რომანიული (რომანია: იტალიის ისტორიული ოლქი) ატმის გემრიელი სიტკბო ერწყმის, ბოლო ეტაპზე კი, სურნელის გულში, ინდური სამბაკის ჟასმინის დახვეწილობა იკვეთება და ელეგანტურ, რომანტიკულ თაიგულს წარმოქმნის.
კომპოზიციის ბაზას კომპლექსური, ამაყი ფუნდამენტები ამყარებს: სინგაპურული პაჩული მიწისებრ სიღრმეს გვთავაზობს, ერწყმის ავსტრალიურ სანდალის ხესა (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და თურქულ კარამელს და კანს ინტენსიურ საბურველად ედება; საბაზისო ნოტების მამოძრავებელ ძალად კი — ცეილონის (შრი-ლანკა) კუმარინი (კუმარინი: კუმარინი, მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული ვანილის და ბიტერის ტკბილი აკორდებით) და ბენზოინის (ბენზოინი: ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) ნოტებთან კომბინირებული ძლევამოსილი ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ეროტიკული, მისტიკური გამოძახილი გვევლინება.
Potamoi სიგრილის, სითბოსა და კომპლექსურობის ბალანსის განსხეულებაა — ემოციური ცეკვა, რომელიც გრძნობებს იპყრობს და პირველქმნილი სილამაზით მოიცავს.
ზედა ნოტები: რეჯო-კალაბრიული ბერგამოტი, ნეპალური კარდამონი, ბულგარული ლავანდა და იტალიური ღვია.
შუა ნოტები: ატლასის კედარი, ტაილანდური ქოქოსი, რძიანი ლაქტონი, ბულგარული ვარდი, სიცილიური ფორთოხლის ყვავილი, რომანიის ატამი და ინდური სამბაკის ჟასმინი.
საბაზისო ნოტები: სინგაპურის პაჩული, ავსტრალიური სანდალოზის ხე, თურქული კარამელი, ქარვა, ცეილონის კუმარინი და ბენზოინი.
Alcohol Denat., Parfum, Linalool, Coumarin, Limonene, Hexyl Cinnamal, Hydroxicitronellal, Benzyl Salicylate, Eugenol, Citronellol, Benzyl Benzoate, Geraniol, Benzyl Alcohol, Isoeugenol, Farnesol, Cinnamyl Alcohol, Methyl 2-Octynoate, Amyl Cinnamal, Citral, Benzyl Cinnamate, Alpha-Isomethyl Ionone
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.