მთავარიშოპისუნამო

POSI

POSI

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Posi ჰიპნოზური ცდუნებით და მარადიული სილამაზის დაუძლეველი ძალით შთაგონებული არომატია, რომელიც ლუკრეცია ბორჯიას დამატყვევებელ, დიდებულ და ამავდროულად მომაკვდინებელ სულს მიაგებს ოდას.

მოცულობა:

Not Chosen

1,275.00 ₾
აღწერა

ძველბერძნულად „პოზი“ (Posì) წამალს ან შხამს ნიშნავდა: ანტიკურ ხანაში, მას, არა მხოლოდ ჯადოსნურ სითხეებს უწოდებდნენ, არამედ — საწამლავის მოქმედების ხარისხსაც, რადგან „პოზი“, ყველაზე აგრესიული შხამი იყო, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უიმედოდ წააქცევდა.

V Canto-ს ფლაკონის დიზაინივით დამაჯერებელი და ლამაზი არომატი — Posi, ისტორიაში ცნობილი ჯადოქრის — ლუკრეცია ბორჯიას ცდუნების მეთოდებსა და ალქიმიას ეძღვნება: სასიკვდილო და ნარკოტიკული საშუალებების ჭეშმარიტი მბრძანებელი, რომის პაპის — ალექსანდრე VI-ის სილამაზით განთქმული ქალიშვილი ლუკრეცია, ხშირად იყენებდა დარიშხანს, მსხვერპლისთვის რეალობის შეგრძნება რომ დაეკარგვინებინა და საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოექცია: დაუნდობელი სტრატეგიის თანახმად, ოსტატ იუველირებს, ოქროს დახვეწილი ბეჭედი დაამზადებინა საიდუმლო განყოფილებით, საწამლავი მუდამ თან რომ ჰქონოდა და საჭიროებისამებრ, მყისიერად გამოეყენებინა. ამ ძლევამოსილი შხამის ძალით მოპოვებული რეპუტაციით, ლუკრეციას პერსონაჟმა, არაერთი ცნობილი ტრაგედია შთააგონა, მათ შორის — უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ და გიუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი“.

მინას, რომელშიც Posi-ს სითხე განისვენებს, 24-კარატიანი ოქროს ხელნაკეთი ფირფიტა ამშვენებს და სუნამოს შეფუთვას უნიკალურობისა და ფუფუნების დამატებით შტრიხს მატებს: თითოეული ფლაკონი, იტალიური რენესანსის ორნამენტული ხელოვნების ჭეშმარიტად განუმეორებელი შედევრია.

V Canto-ს ლუკრეციასადმი მიძღვნილი კოლექციის — „სიყვარულის ფოთლების“ (Foglie d’Amore) ეს საკლუტო ქმნილება, ფლაკონში გაცოცხლებული ხელოვნებაა; შხამი, რომელიც საოცრებებისა და დიდებულების ამსახველ სურნელად გარდაიქმნება!

სურნელოვანი ქმნილება ბულგარული ვარდის უწმინდესი ექსტრაქტის ჰიპნოზური სიტკბოთი იშლება — ძვირფასი ეთერზეთით, რომელის ერთი წვეთის მისაღებად, ვარდის ათასი ფურცლის დისტილაციაა საჭირო. ეს შეუფასებელი ესენცია, ციტრუსების ცქრიალა ნოტებსა და მათ თანმხლებ სიცილიურ ზაფრანას ერწყმის, რომელთა შორის, სორენტოს ლიმონი და კალაბრიული ბერგამოტი დომინირებს.

არომატის მაცდური, მაჰიპნოზირებელი გამხსნელი ნოტები, თბილ, ყოვლისმომცველ გულში მიცურავენ და კომპოზიციას ინტენსიურ, გულუხვ ძალას ანიჭებენ, ბურბონის გერანიუმის (გერანიუმი: ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) სიგრილით და მდიდრული დელიკატესით — პოლინეზიის კუნძულების ილანგ ილანგით, რომლებიც ოსტატურადაა შერწყმული კვიპრიოლის (კვიპრიოლი/ნაგარმოტა: რიზომებისგან/ფესურასგან შექმნილი პარფიუმერული ნედლეული შიპრის ტიპის არომატების მისაღებად, ხის, მიწის, ტყავის, კვამლის და ქარვის აკორდებით) ენერგიით ხაზგასმულ აფროდიზიაკური ეფექტის მქონე ძვირფას ამბრთან (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით).

კომპოზიციის მთლიანი ოპუსი, მდიდრულად სტრუქტურირებული, მრავალმხრივი საფუძვლითაა განმტკიცებული, რომელსაც არაორდინალური მდგრადობა და ჭეშმარიტად მაჰიპნოზირებელი ძალა აქვს: Posi-ს ბაზა, სენსორულ მოგზაურობაში გიწვევთ, უძვირფასესი მერქნების, მათ შორის — ლუკრეცია ბორჯიას საყვარელი ტყეების მუხისა და ტოსკანური მუხის არომატებით სრულქმნილი, საბაზისო ნოტებს შორის ყველაზე ძლიერი — იტალიური კაკლის სურნელით.

მერქნოვანი ნოტები მუხის ხავსსა და მუშკთანაა დაწყვილებული და სანდალის ხის (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და წითელი პაჩულის ძვირფას, უწყვეტ სწრაფვასთან ერთად, კომპოზიციის მაცდურ ძალას გამოკვეთს.

Posi ჰიპნოზური ცდუნებით და მარადიული სილამაზის დაუძლეველი ძალით შთაგონებული არომატია, რომელიც ლუკრეცია ბორჯიას დამატყვევებელ, დიდებულ და ამავდროულად მომაკვდინებელ სულს მიაგებს ოდას. მისი ტარება, მეფურ, საბედისწერო სტილთან შერწყმით, გარშემომყოფებს ლუკრეციას განთქმული საწამლავების მსგავსად, გარდაუვალი ცდუნებით მოაჯადოებს.

ზედა ნოტები: ბულგარული ვარდი, ზაფრანა, ლიმონი და ბერგამოტი

შუა ნოტები: გერანიუმი, ილანგ-ილანგი, ქარვა და კვიპრიოლი

საბაზისო ნოტები: კაკლის ხე, ჩვეულებრივი მუხის ხე, ტოსკანური მუხის ხე, მუშკი, მუხის ხავსი, სანდალოზის ხე და პაჩული

Alcohol Denat., Parfum, Citronellol, Linalool, Limonene, Cinnamyl Alcohol, Geraniol, Farnesol, Eugenol, Citral, Alpha – Isomethyl Ionone, Cinnamal, Benzyl Alcohol, Benzyl Benzoate, Benzyl Salicylate

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია