THE BEWITCHING YASMINE
Eau de Parfum
სუნამო
დაეხმარება ჟასმინს იასამნის, საკმეველის და უდის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) სურნელი, შესაფერისი მეწყვილე მოხიბლოს?
Not Chosen
ჟასმინს ლონდონსა და შესაფერისი მეწყვილის პოვნაზე უჭირავს თვალი. მისი აღმოსავლური სუნამო ვნებიან სასიყვარულო ამბავს გვიამბობს: დიდებულად მგრძნობიარეა იასამნის, საკმეველის და უდის სურნელთა ზეიმი. ვინ დაამარცხებს ამ ცდუნებას?
Penhaligon’s-ის The Bewitching Yasmine („მომაჯადოებელი ჟასმინი“) მართლაც მომაჯადოებელი სუნამოა, რომელიც ხანგრძლივად ჟღინთავს ჰაერს ნაზი, თეთრი ყვავილებით დაწინწკლული ყავისა და ილის მადის აღმძვრელი ნაზავით ვანილსა და უდთან. არომატის სურნელს, კვამლისებრი საკმეველი აგვირგვინებს.
გამხსნელი ნოტი: ყავა
გულის ნოტი: ჟასმინი
საბაზისო ნოტი: ვანილი
არომატული სახლი — Penhaligon’s ინგლისური მხატვრული პარფიუმერიის სიმბოლოა. 1870 წელს, უილიამ ჰენრი პენჰალიგონმა ლონდონში პატარა სადალაქო დააარსა, რომელმაც, სულ მალე, საზოგადოების, განსაკუთრებით — არისტოკრატების დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხმარებლებს შორის სამეფო კარის წარმომადგენლებიც კი იყვნენ.