MUCH ADO ABOUT THE DUKE
Eau de Parfum
სუნამო
ვარდი, ჯინი, ტყავი — ნოტების ყველაზე უჩვეულო შერწყმა. სუნამო, რომელიც საზოგადოებაში ჭორაობას იწვევს.
Not Chosen
ახალგაზრდა, სიმპათიური ჰერცოგის წიწაკით შეზავებული ვარდის არომატი საზოგადოების გულებში აღტაცებას იწვევს, თუმცა არა მათ შორის, ვინც თქვენ გგონიათ. სულაც არ აღელვებს საკუთარი ცოლი — ყველაზე სასურველი გოგონა ლონდონში. წარმოგიდგენიათ?
სუნამოს ხასიათი, პროტოტიპის მსგავსად, კომპლექსური და ორაზროვანია. Penhaligon’s-ის Much Ado About The Duke („აურზაური ჰერცოგის გამო“: სიტყვების თამაში: Much Ado About Nothing — „აურზაური არაფრის გამო“ უილიამ შექსპირის პიესა), იდეალურადაა დაბალანსებული პიკანტური, ყვავილოვანი, მწვანე და მერქნოვანი ნოტებით — როგორც ელეგანტური ჯენტლმენისთვის, ასევე, მოდური ლედისთვის.
გამხსნელი ნოტი: ვარდისფერი პილპილი
გულის ნოტი: ჯინი
საბაზისო ნოტი: ვეტივერი
არომატული სახლი — Penhaligon’s ინგლისური მხატვრული პარფიუმერიის სიმბოლოა. 1870 წელს, უილიამ ჰენრი პენჰალიგონმა ლონდონში პატარა სადალაქო დააარსა, რომელმაც, სულ მალე, საზოგადოების, განსაკუთრებით — არისტოკრატების დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხმარებლებს შორის სამეფო კარის წარმომადგენლებიც კი იყვნენ.