მთავარიშოპისუნამო

THE TRAGEDY OF LORD GEORGE

THE TRAGEDY OF LORD GEORGE

Eau de Parfum

სუნამო

THE TRAGEDY OF LORD GEORGE PENHALIGON'S-ის სურნელოვანი კოლექციის — Portraits-ის ოჯახის უფროსია. არომატს მართლაც დომინანტური ხასიათი აქვს

მოცულობა:

Not Chosen

1,009.00 ₾
აღწერა

„შემობრძანდით, დარწმუნებული ვარ, სადღაც შევხვედრივართ“: არისტოკრატი მმართველი და მამაკაცური ელეგანტურობის ნათელი მაგალითი — ლორდი ჯორჯი, საპარსი ქაფის და რომის გამამხნევებელი სურნელით გეგებებათ. მაგრამ, რა საიდუმლოებები იმალება მისი ტრადიციების მიღმა?

THE TRAGEDY OF LORD GEORGE PENHALIGON'S-ის სურნელოვანი კოლექციის — Portraits-ის ოჯახის უფროსია. არომატს მართლაც დომინანტური ხასიათი აქვს: ლორდი ჯორჯი, მამაკაცურობის და დახვეწილობის ტრადიციულ გაგებას მისტერიის ელემენტით გადმოგვცემს.


გამხსნელი ნოტი: ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)

გულის ნოტი: რომი

საბაზისო ნოტი: ტონკას მარცვლები

არომატული სახლი — Penhaligon’s ინგლისური მხატვრული პარფიუმერიის სიმბოლოა. 1870 წელს, უილიამ ჰენრი პენჰალიგონმა ლონდონში პატარა სადალაქო დააარსა, რომელმაც, სულ მალე, საზოგადოების, განსაკუთრებით — არისტოკრატების დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხმარებლებს შორის სამეფო კარის წარმომადგენლებიც კი იყვნენ.