მთავარიშოპისუნამო

THE REVENGE LADY BLANCHE

THE REVENGE LADY BLANCHE

Eau de Parfum

სუნამო

PENHALIGON'S-ის The Revenge Of Lady Blanche ნარკოტიკული მოქმედების არომატია, რომელიც სახიფათოდ იკბინება.

მოცულობა:

Not Chosen

1,009.00 ₾
აღწერა

სახიფათოდ მომხიბლავი ლედი ბლანში საკუთარ სილამაზეს იარაღად იყენებს. მსხვერპლი ვინღაა? — მისი საბრალო, დაუდევარი ქმარი!

The Revenge Lady Blanche გრილი და პიკანტური სუნამოა, ყვავილოვანი და მერქნისებრი აქცენტებით.

უიჰ! მისი სურნელი, მართლაც, უკანონოდ კარგია!

The Revenge Lady Blanche მაღალი კლასის — ლედი ბლანშის მსგავსი ქალბატონებისთვის შექმნილი ელეგანტური, დახვეწილი, ყვავილოვანი სუნამოა, რომელიც, არომატით, გაზაფხულის წვიმის შემდეგ აყვავებულ ბაღში გასეირნებას მოგაგონებთ.


გამხსნელი ნოტი: ნარცისი

გულის ნოტი: ორისი (ზამბახის აკორდი)

საბაზისო ნოტი: სანდალის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით)

არომატული სახლი — Penhaligon’s ინგლისური მხატვრული პარფიუმერიის სიმბოლოა. 1870 წელს, უილიამ ჰენრი პენჰალიგონმა ლონდონში პატარა სადალაქო დააარსა, რომელმაც, სულ მალე, საზოგადოების, განსაკუთრებით — არისტოკრატების დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხმარებლებს შორის სამეფო კარის წარმომადგენლებიც კი იყვნენ.