PIOGGIA DEBOLE
Parfum
სუნამო
FILIPPO SORCINELLI-ს არომატი PIOGGIA DEBOLE პარფიუმერ ფილიპო სორჩინელის ნიშური სუნამოების კოლექცია „ემოციების ატმოსფეროდანაა“.
Not Chosen
FILIPPO SORCINELLI-ს არომატი PIOGGIA DEBOLE პარფიუმერ ფილიპო სორჩინელის ნიშური სუნამოების კოლექცია „ემოციების ატმოსფეროდანაა“.
დებოლე…
გიცდიათ, საკვამურიდან სველი ხის სურნელი შეგეგრძნოთ?
მარტოობის მთაზე ვდგავარ და სხვის გონებაში ჩაბუდებული რუხი ღრუბელი მესაუბრება.
ხელს ჩამჭიდებს და მიმიძღვის იქ, სადაც ყოფიერება იფანტება.
ჩემი ლექსის თითოეული სტროფი, ერთმანეთის გასწვრივ, ხელუხლებლადაა განლაგებული.
ხელუხლებელი. სამყარო კი დაკარგულია.
წვეთების მსვლელობასთან ერთად, დროს არ ვინიშნავ, მე ხომ ცხოვრებისგან განცალკევებით ვდგავარ.
ემოციების დრამატულ ჰანგებს ვერწყმი.
წვიმს უსასრულობაში და ტირილი მატერიალიზდება, სიჩუმეს არღვევს.
ხმები ირხევა.
აი, შეხვედრაც, ასფალტისა და ნაფეხურების სველი ნაკვალევისა — ხმაურის ეგზისტენციალურ მეტროპოლიაში მყოფი კაცის მარტოობის დასტური… დებოლე…
აქ განფენილია მდუმარედ გაჟღენთილი ხის მიერ განცდილი შიში, წყლის ცბიერებას რომ განუცვიფრებია — ხავსს რომ ჰკიდებს და ცეცხლის გაღვივებას უშლის ხელს. ფორტე…
წყვდიადში როკვას იწყებენ, სოლო სიმღერის ღრუბლებს შორის, რათა მარადიული ხორციელი მოიცვან…
ჩვენ მიჯნურნი ვართ, სხვათა მლაშე ცრემლების დრამაში რომ იძირებიან და წვიმამ, სხვადასხვა სურნელის შერწყმით, ერთ სხეულად გააერთიანა. ინტენსა…
წვიმა.
ემოციების ატმოსფერო.
არომატული კომპოზიციის ჰარმონიის ევოლუცია:
მუსიკალური ფუგის პირველი ხმა: ბერგამოტი, ფიჭვი, ზღვის ნოტები, ლიმონი.
მუსიკალური ფუგის მეორე ხმა: ჟასმინი, ვირჯინიის კედარი.
შლეიფი: ბენზოინი, სანდალი, ხავსი, ტროპიკული ხეები.
SUBJECT: BERGAMOT, PINE, MARINE NOTE, LEMON
COUNTER SUBJECT: JASMINE, VIRGINIA CEDAR WOOD
TAIL: BENZOIN, SANDAL, MOSSES, PRECIOUS WOODS
იტალიელი პარფიუმერი ფილიპო სორჩინელი მრავალმხრივი ხელოვანია. მისი მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა სორჩინელის შემოქმედების ლაიტმოტივია.
13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო; სხვადასხვა დროს, რიმინიში — ფანოს კათედრალში, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში ორღანისტად მოღვაწეობდა. მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.
2001 წლიდან, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. სორჩინელის კლიენტებს შორის რომის პაპებიც — ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკე იყვნენ.
პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები 2013 წელს გადადგა: გოთიკური არქიტექტურით შთაგონებული ნიშური ბრენდის — UNUM-ის თანადამფუძნებელი გახდა. 5 უნიკალური არომატისგან შემდგარი კოლექცია მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი.
დღეს, სორჩინელის არომატული პორტფელი ნიშური სუნამოების 7 ხაზს მოიცავს: UNUM-ს, MEMENTO-ს, ATMOSPHERE D’EMOTION-ს, SUPERFLUO?-ს (ნიშური სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები), X SÉ-ს, EXTRAIT DE MUSIQUE-ს და DÉLIRE DE VOYAGE-ს; კოლექცია SCENTED HOME კი დიფუზორებს — ინტერიერის 5 განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს.