მთავარიშოპისუნამო

PHANTOM

PHANTOM

Perfume

სუნამო

Paco Rabanne-ის არომატი Phantom Parfum მხურვალე მასკულინურობის აღტაცებას გამოხატავს — მღელვარე ვნებებს აძლიერებს და მაცდურ მამაკაცურ აურას ავლენს.

მოცულობა:

Not Chosen

354.00 ₾
აღწერა

Paco Rabanne-ის არომატი Phantom Parfum მხურვალე მასკულინურობის აღტაცებას გამოხატავს — მღელვარე ვნებებს აძლიერებს და მაცდურ მამაკაცურ აურას ავლენს.

სუნამოს შთაგონება მამაკაცის კომპლექსური ასპექტებია — ინტენსიური ბლენდი ლავანდის ელექტრული მუხტის, მათრობელა ვანილის და მაცდური ვეტივერის კომბინაციით. დააგემოვნეთ Paco Rabanne-ის Phantom Parfum და თავად გამოსცადეთ შუაღამის ვნების ხიბლი!

top - bergramot, lemon, thubard accord, cardamon;

heart - lavender trio, geranium, pathouli, cedarwood;

base - vanilla bean, tulum balm, vetiver

Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.

1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.