PHANTOM
Eau de Toilette
სუნამო
კეთილდღეობის ენერგიით დამუხტული თავდაჯერების არსი — Phantom, Paco Rabanne-ის მამაკაცის ახალი სუნამოა; ფუტურისტული არომატი, რომელიც მდიდრული ოსტატობის და თანამედროვე ტექნოლოგიების შეჯახებით დაიბადა.
Not Chosen
კეთილდღეობის ენერგიით დამუხტული თავდაჯერების არსი — Phantom, Paco Rabanne-ის მამაკაცის ახალი სუნამოა, ფუტურისტული არომატი, რომელიც მდიდრული ოსტატობის და თანამედროვე ტექნოლოგიების შეჯახებით დაიბადა.
Phantom-ის შექმნის პროცესი უახლესი შემოქმედებითი პრინციპების გამოყენებით მიმდინარეობდა: შეარჩიეს ინგრედიენტები, რომელთაც ენერგიის, თავდაჯერების და სექსუალურობის მომნიჭებელი უნარები აქვთ. არომატის მძაფრი სურნელი მათრობელა, კრემოვანი ლავანდის, ენერგიული ლიმონის და სექსუალური, მერქნისებრი ვანილის ნოტების შეხამებით მიიღეს.
რადიკალურად განსხვავებული, არასტანდარტული, მძაფრად სანატრელი Phantom, მაღალი პასუხისმგებლობით ფორმულირებული დღევანდელი არომატია — ხვალინდელი დღისთვის; მისი ფლაკონი კი ვიზუალური ხელოვნების თანამედროვე, ინოვაციურ ნიმუშს წარმოადგენს.
top - energizing fusing lemon;
heart -addictive creamy lavender;
base notes - sexy woody vanilla
Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.
1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.