მთავარიშოპისუნამო

PETRA

PETRA

Eau de Parfum

სუნამო

PENHALIGON'S-ის Petra უდაბნოს ქართა მონაბერი პიკანტურ-ტკბილი სურნელია. მირონი ნატრობს ქალაქს, სადაც სითბო ფასადური არაა.

მოცულობა:

Not Chosen

858.00 ₾
აღწერა

უდაბნოს მაცოცხლებელი ქარები. ბერგამოტის და ბალზამის გამოცანა. შებინდება მერქნისებრი ქარვის სურნელოვან კოლონას ეგებება: ზუსტად ჩაის დალევის დროა… მოლოდინი მაცდურია თბილ მირონთან ერთად. ნუთუ ყოველივე ეს ფასადურია? — ცხადია, არა!


გამხსნელი ნოტი: მირონი

გულის ნოტი: კამის თესლი

საბაზისო ნოტი: ვანილი

არომატული სახლი — Penhaligon’s ინგლისური მხატვრული პარფიუმერიის სიმბოლოა. 1870 წელს, უილიამ ჰენრი პენჰალიგონმა ლონდონში პატარა სადალაქო დააარსა, რომელმაც, სულ მალე, საზოგადოების, განსაკუთრებით — არისტოკრატების დიდი ინტერესი გამოიწვია. მომხმარებლებს შორის სამეფო კარის წარმომადგენლებიც კი იყვნენ.