მთავარიშოპისუნამო

PETITE CHÉRIE SHOWER OIL 250ML

PETITE CHÉRIE

SHOWER OIL

სუნამო

Goutal-ის დახვეწილი შხაპის ზეთი — Petite Chérie როგორც თქვენი სილამაზის რუტინის პირველი ნაბიჯი, კანს ფაქიზად ასუფთავებს და ამავე ბრენდის არომატის სურნელს აცოცხლებს.

მოცულობა:

Not Chosen

150.00 ₾
აღწერა

Goutal-ის დახვეწილი შხაპის ზეთი — Petite Chérie როგორც თქვენი სილამაზის რუტინის პირველი ნაბიჯი, კანს ფაქიზად ასუფთავებს და ამავე ბრენდის არომატის სურნელს აცოცხლებს.

ზეთი, ყვავილოვან-ხილისებრი ნოტებით, აბაზანის მიღებისას, რელაქსაციისა და კეთილდღეობის შეგრძნებებს აღძრავს, კანს კი ხანგრძლივად გამყოლი, ნაზი ვუალით მოეფინება.

გამხსნელი ნოტები: მსხალი, ატამი, ახლადშეკრეჭილი ბალახი

გულის ნოტი: მუსკატის ვარდი

საბაზისო ნოტები: ვანილი, თეთრი მუშკის ნოტები

AQUA / WATER / EAU, SODIUM LAURETH SULFATE, PARFUM / FRAGRANCE, COCAMIDOPROPYL BETAINE, SORBITOL, CAPRYLYL/CAPRYL GLUCOSIDE, POLYSORBATE 60, LAURYL GLUCOSIDE, PHENOXYETHANOL, SODIUM BENZOATE, SODIUM CHLORIDE, CITRIC ACID, POLYQUATERNIUM-10, SODIUM CITRATE, CITRONELLOL, DISODIUM EDTA, GERANIOL, BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).