PETITE CHÉRIE
EAU DE TOILETTE
სუნამო
ვანილის და მუშკის საბურველში გახვეული ვარდის და მსხლის ფაქიზი მოფერება — Petite Chérie დედა-შვილს შორის არსებული უსასრულო სიყვარულის ამსახველი არომატია, რომელიც პარფიუმერმა ანიკ გიუტალმა თავის 23 წლის ქალიშვილს მიუძღვნა.
Not Chosen
დედა უმზერს ქალიშვილს და ოცნებობს, ყოველი თავისი თვისება გადასცეს, რასაც კი მოისურვებს.
ვანილის და მუშკის საბურველში გახვეული ვარდის და მსხლის ფაქიზი მოფერება — Petite Chérie დედა-შვილს შორის არსებული უსასრულო სიყვარულის ამსახველი არომატია, რომელიც პარფიუმერმა ანიკ გიუტალმა თავის 23 წლის ქალიშვილს მიუძღვნა.
დღესდღეობით, Petite Chérie, Goutal-ის პარფიუმერული სახლის საავტორო სურნელს წარმოადგენს; მას, ტრადიციულად, საყვარელ ადამიანებს ჩუქნიან.
გამხსნელი ნოტები: მსხალი, ატამი, ახლადშეკრეჭილი ბალახი
გულის ნოტი: მუსკატის ვარდი
საბაზისო ნოტები: ვანილი, თეთრი მუშკის ნოტები
ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER /EAU), Benzyl Benzoate, Citronellol, Geraniol, Hydroxycitronellal, Alpha-Isomethyl Ionone
რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.
Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.
Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…
ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.
პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).