PERSEUS
Eau de Parfum
სუნამო
Perseus, დილის უნიკალური რიტუალია, მარადიული მზის სინათლით აღსავსე დღისთვის!
Not Chosen
Parfums de Marly-ს Perseus მანათობელი, გამაგრილებელი სურნელოვანი ქმნილებაა, ხანგრძლივად მდგრადი სილაჟით. არომატს სახასიათო შტრიხებით ამკობენ ურთიერთშემავსებელი და ერთმანეთის მაცოცხლებელი გრეიფრუტის ციტრუსოვანი აკორდი და ვეტივერის გული.
ვეტივერი, კანს, ელექტრული მუხტის ეფექტით ეფინება და მყისიერ მხნეობას ანიჭებს; ამავდროულად, დახვეწილ, დამამშვიდებელ და მგრძნობიარე მიწიერ ასპექტს ამჟღავნებს. კომპოზიციის ნაკვალევს, ამბრის და ხანგრძლივად მდგრადი მშრალი მერქნების ნაზავი აგვირგვინებს.
ციტრუსების ბრწყინვალების აღმნიშვნელი მზით დაკოცნილი არომატი — Perseus, სამეფო რეზიდენციის ადრეული დილის ასოციაციებს აღძრავს და იმ წუთებს ასახავს, ახლადამოწვერილი სხივები შატოს რომ გამოაღვიძებს; ბაღებს ათბობს, შადრევნებს კი — მოციმციმე ელფერით მოსავს.
Perseus, დილის უნიკალური რიტუალია, მარადიული მზის სინათლით აღსავსე დღისთვის!
გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, გრეიფრუტი, შავი მოცხარის კვირტი
გულის ნოტები: ვეტივერი, მწვანე მანდარინი, გერანიუმი
საბაზისო ნოტები: მშრალი მერქნები, ქაშმირის ხე, ბუნებრივი ამბრის აკორდი
ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), LIMONENE, PENTAERYTHRITYL TETRA-DI-T-BUTYL HYDROXYHYDROCINNAMATE, LINALOOL, CITRONELLOL, CITRAL, GERANIOL
მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.
სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.
Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.
„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.