PERCIVAL
Shower Gel
სუნამო
Percival-ის შხაპის გელი თქვენს სხეულს Parfums de Marly-ს ამავე სახელწოდების არომატის მგრძნობიარე, გამაგრილებელი ნოტების საბურველში ახვევს.
Not Chosen
Percival-ის შხაპის გელი თქვენს სხეულს Parfums de Marly-ს ამავე სახელწოდების არომატის მგრძნობიარე, გამაგრილებელი ნოტების საბურველში ახვევს. მისი სურნელი, კანზე აქაფებისას, ხის ბაზაზე დახვეწილად დაბალანსებულ ციტრუსოვანი და არომატული ნოტების სენსორულ გამოცდილებას გპირდებათ.
დახვეწილი სურნელი ბერგამოტის, მანდარინის, წიწაკის ზედა ნოტებით, ლავანდის, კარდამონის შუა ნოტებით და ხის სანელებლების ქვედა ნოტებით.
Aqua (Water), Sodium Laureth Sulfate, Betaine, Parfum (Fragrance), Cocamidopropyl Betaine, Peg-40 Hydrogenated Castor Oil, Caprylyl/capryl Glucoside, Cocamidopropyl, Hydroxysultaine, Peg-120 Methyl Glucose Dioleate, Glycerin, Disodium Laureth Sulfosuccinate, Phenoxyethanol, Sodium Chloride, Chlorphenesin, Tetrasodium Edta, Citric Acid, Potassium Sorbate, Tocopherol, Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil, Citronellol, Coumarin, Limonene, Linalool
მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.
სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.
Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.
„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.