მთავარიშოპისუნამო

PERCIVAL

PERCIVAL
PERCIVAL

Eau de Parfum

სუნამო

Parfums de Marly-ს არომატი Percival, ლავანდის და ბერგამოტის ნოტებით, გამაგრილებელ, მრავალმხრივ სურნელოვან კვალს ტოვებს.

მოცულობა:

Not Chosen

1,136.00 ₾
აღწერა

სუფთა, მგრძნობიარე, რაფინირებულ არომატს აფრქვევს Parfums de Marly-ს Percival.

სურნელოვანი სითხე ხის ბაზაზე შეზავებული ციტრუსოვანი და არომატული ნოტების დახვეწილი ბალანსით, ეფექტური დიზაინის მქონე ოკეანისფერ ლურჯ ფლაკონშია მოთავსებული.

Percival-ის სურნელის გაშლა უნიკალური კომბინაციით სუბლიმირდება — ბერგამოტის და მანდარინის ნოტების შერწყმით არომატული წყლის გაელვებასთან.

ლავანდასთან, ქინძთან და დარიჩინთან შეხამებული ნატურალური ჟასმინის, იის და გერანიუმის (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) გულის ნოტები კომპოზიციას სურნელოვან ხასიათს და სიღრმეს ანიჭებს.

კანთან კონტაქტისას, მუშკი პილპილის და ბალზამის ლეღვის აბსოლუტის (აბსოლუტი: პარფიუმერული ნედლეული, რომელიც მიიღება ნახშირწყალბადის ტიპის ექსტრაქტების ან მცენარეული მასალის ცხიმოვანი ექსტრაქტების ალკოჰოლური ექსტრაქციით) ნოტებს ერწყმის. საბოლოოდ კი, ხისებრი სპეციების აკორდები მჟღავნდება და არომატის ზოგად ხასიათს გამოკვეთს.

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: გამაგრილებელი სურნელი გაზაფხულის და ზაფხულის თბილი დღეებისთვის

გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, მანდარინი, ვარდისფერი პილპილი

გულის ნოტები: ლავანდა, გერანიუმი, ილი

საბაზისო ნოტები: ბალზამის ლეღვი, ხისებრი სპეციები, ტონკას მარცვლები

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Limonene, Linalool, Citronellol, Coumarin, Citral, Geraniol, Isoeugenol, Cinnamal, Eugenol

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.