PEGASUS EXCLUSIF
Parfum
სუნამო
Parfums de Marly-ს არომატი Pegasus Exclusif ვარდისფერი პილპილის და ბერგამოტის სურნელოვანი ნაზავია, ვანილის და მწარე ნუშის გულით და ნატურალური გუაიას და უდის ხისებრი ბაზით.
Not Chosen
დინჯი ვაჟკაცობის და ამაღელვებელი სიძლიერის განსხეულება — Parfums de Marly-ს საოცრად განმასხვავებელი, უნიკალური სურნელოვანი ქმნილება Pegasus Exclusif, საყოველთაოდ დაფასებული ვანილის მგრძნობიარე ხასიათს, ამბრის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), სანდალვუდის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), ნატურალური უდის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) და გუაიას ნოტებს უხამებს.
გამხსნელი ნოტები არომატის ყვავილოვან გულს — ჟასმინს, ლავანდას, მწარე ნუშს და გერანიუმს (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) ერწყმის. საბოლოოდ კი, სუნამო, ხილისებრი და პიკანტური აკორდების — ბერგამოტის, ვარდისფერი პილპილის, ილის და ჰელიოტროპის იდეალური ბალანსით იწონებს თავს.
საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: წელიწადის ცივ თვეებში ან თავგადასავლების ძიებისას.
გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, ვარდისფერი პილპილი, ილი, ჰელიოტროპი
გულის ნოტები: ჟასმინი, ლავანდა, მწარე ნუში, გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი)
საბაზისო ნოტები: ვანილი, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), ნატურალური უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), გაიაკის ხე
Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Benzyl Alcohol, Coumarin, Limonene, Citronellol, Linalool, Geraniol
მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.
სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.
Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.
„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.