მთავარიშოპისუნამო

PEGASUS

PEGASUS
PEGASUS

Eau de Parfum

სუნამო

Parfums de Marly-ს სიმბოლოდ მიჩნეული არომატი Pegasus, ვანილისა და ნუშის მძლავრი ნოტებით, ელეგანტურობას მიაგებს ოდას. მის სურნელს თანასწორად ეთაყვანებიან როგორც ქალები, ასევე — მამაკაცები.

მოცულობა:

Not Chosen

865.00 ₾
აღწერა

Parfums de Marly-ს ჭეშმარიტი ჯენტლმენებისთვის განკუთვნილი, ტრადიციების და ღირებულებების ერთგული არომატი — Pegasus მერქნოვანი, განსაკუთრებულად სახასიათო სურნელოვანი ხელწერით გამოირჩევა.

სუნამო კვიპაროსის, ბერგამოტის და ჰელიოტროპის ნაზავში განვითარებული ხილის, მერქნებისა და სპეციების ბალანსირებული ნოტებით იშლება.

არომატის გული ერთმანეთში ლამაზად გადახლართულ სურნელოვან კომბინაციას — ჟასმინის, ლავანდის და მწარე ნუშის ნოტებს გვიმხელს, რაც Pegasus-ს პუდროვან, გამაგრილებელ ასპექტებს ანიჭებს.

საბაზისო ნოტები, კანზე, ამბრის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) და სანდალვუდის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) აღმოსავლურ ნოტებთან შეზავებულ ვანილის შეგრძნებას გვიტოვებს.

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: გაზაფხულზე, შემოდგომაზე და ზამთარში, დღისით და ღამით

გამხსნელი ნოტები: კვიპაროსი, ბერგამოტი, ჰელიოტროპი

გულის ნოტები: ჟასმინი, ლავანდა, მწარე ნუში

საბაზისო ნოტები: ვანილი, ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), სანდალვუდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით)

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Limonene, Linalool

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.