P.D.F.
EXTRAIT DE PARFUM
სუნამო
P.D.F. მხატვრული სურნელოვანი ქმნილებაა მათთვის, ვინც ჰარმონიითა და დახვეწილი ცდუნებით ფრთაშესხმული, ფართოდ უხსნის გულის კარს აღმოჩენების ჯადოსნობას.
Not Chosen
V Canto-ს არომატი P.D.F. (Piero della Francesca-ს ინიციალები) უდიდესი იტალიელი ფერმწერის, მათემატიკოსისა და იტალიური რენესანსის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და საკულტო ფიგურის — პიერო დელა ფრანჩესკას შთაგონებით შეიქმნა: P.D.F.-ის ფუჟერის (ფუჟერის აკორდი: ძველებური სადალაქოს ნოსტალგიური არომატის გაცოცხლება; ლავანდას, მუხის ხავსის და მოლეკულური ნედლეულის — კუმარინის ნოტებით შექმნილი ღრმად არომატული, მწვანე ნოტები, როგორც ძველებური საპარსების ქაფის სურნელის ასოციაცია), ზღვისა და ციტრუსოვან ნოტებს შორის მოლივლივე სურნელის მსგავსად, ფერმწერის ყოველ ნამუშევარში, ხელოვნების, გეომეტრიის და კომპლექსური, მრავალშრიანი სისტემის შესანიშნავი შერწყმა იკითხება და თეოლოგიური, ფილოსოფიური თუ პოლიტიკური თემატიკები ერთიანდება.
პიერო დელა ფრანჩესკამ, საკუთარ შედევრებში, სილამაზის ფასის შეკუმშვით და რაციონალურობისა და ესთეტიზმის, საოცრებებისა და აღმოჩენების აღწერით, იმდროინდელი ეპოქის ინტელექტუალური და სულიერი ღირებულებების გაერთიანება შეძლო, ისევე, როგორც ამას მისი რთული, მრავალმხრივი სულით შთაგონებული სუნამო ახერხებს.
იტალიელ არისტოკრატთა დინასტიის წევრმა — სიჯიზმონდო პანდოლფო მალატესტამ (მალატესტების დინასტია, XIII საუკუნიდან 1528 წლამდე, რიმინის მართავდა), ფერმწერი მალატესტას ტაძარში, რამდენიმე ნამუშევრის შესაქმნელად მიიწვია — ეს ტაძარი, მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას დღემდე შემორჩა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იქ მუშაობისას, ძვირფასი მეგობრული კავშირი დამყარდა პიერო დელა ფრანჩესკასა და უდიდეს მეცნიერ ლეონ ბატისტა ალბერტის შორის. თავის მხრივ, V Canto-ს გრადარას ციხე-სიმაგრის საიდუმლოებებსა და ვნებებში, ინტრიგებში, სასიყვარულო ამბებსა და მისტერიებში ხანგრძლივი მოგზაურობის შთაგონებაა ლეონ ბატისტა ალბერტიც…
პიერო დელა ფრანჩესკას ნამუშევრების მსგავსად ინოვაციური და ფეთქებადი P.d.F.-ის სურნელი, მომაჯადოებელი, ამაღელვებელი თაიგულით იშლება: სარდინიული მურტის (მარადმწვანე მცენარე) გამოძახილებს უპირისპირდება ბურბონის ვანილის ძვირფასი სიტკბოთი გარემოცული ადრიატიკის ზღვის წყალმცენარეების გრილი ნოტები, რომლებიც არაბული ყავის სახასიათო არომატს ერწყმის.
გამხსნელი ნოტები კომპოზიციის ამაღელვებელ გულში — ახალი, მიმზიდველი სცენარის ინტერპრეტაციაში იძირებიან: ცერვიას განთქმული, ტკბილი მარილი კომბინირებულია წითელ ქონდართან. მათ ნაზავს გარს ეკვრის ბულგარული ვარდისა და ინდური სამბაკის ჟასმინის მაცდური სურნელები.
ამ ინოვაციური ქმნილების ბაზა ეყრდნობა თანასწორად მაცდურ მუშკს და იტალიურ კარამელთან კომბინირებულ კუმარინის (კუმარინი: კუმარინი, მოლეკულური პარფიუმერული ნედლეული ვანილის და ბიტერის ტკბილი აკორდებით) და ატლასის კედარის ყოვლისმომცველ, დამაჯერებელ სიგრილეს.
P.D.F. მხატვრული სურნელოვანი ქმნილებაა მათთვის, ვინც ჰარმონიითა და დახვეწილი ცდუნებით ფრთაშესხმული, ფართოდ უხსნის გულის კარს აღმოჩენების ჯადოსნობას.
ზედა ნოტები: სარდინიული მირტი, ადრიატიკის ზღვის წყალმცენარე, ვანილის ბურბონი რეიუნიონიდან და არაბული ყავა
შუა ნოტები: ცერვიას მარილი, წითელი თიამი, ბულგარული ვარდი და ინდური ჟასმინი სამბაკი
საბაზისო ნოტები: კუმარინი, მუშკი, ატლასის კედარი და იტალიური კარამელი
Alcohol Denat., Parfum, Benzyl Salicylate, Coumarin, Hexyl Cinnamal, Geraniol, Citronellol, Limonene, Benzyl Alcohol, Eugenol, Linalool, Benzyl Benzoate, Citral, Anise Alcohol
პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.
კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;
კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;
რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;
V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია