მთავარიშოპისუნამო

PASSION

PASSION

EAU DE PARFUM

სუნამო

Passion სიცოცხლის მოყვარულთა სუნამოა; პარფიუმერ ანიკ გიუტალის პირველი ნამუშევარი პერსონალური საჭიროებისთვის, პიროვნულ შტრიხებზე დაყრდნობით.

მოცულობა:

Not Chosen

587.00 ₾
აღწერა

საკმარისი არაა, მუდამ გახსოვდეს, ცხოვრებითა და მისი მარტივი სიამოვნებებით დატკბე: ამის შესახებ, Goutal-ის თეთრი ყვავილებივით მანათობელი და მზიანი არომატი — Passion ხმამაღლა, მკაფიოდ გვახსენებს! ეს ყვავილები, თავიანთ სურნელოვან ხასიათს, კომპოზიციაში, მუხის ხავსისა და ვანილის ფონზე ამჟღავნებენ.

Passion სიცოცხლის მოყვარულთა სუნამოა; პარფიუმერ ანიკ გიუტალის პირველი ნამუშევარი პერსონალური საჭიროებისთვის, პიროვნულ შტრიხებზე დაყრდნობით.

გამხსნელი ნოტები: ტუბეროზა, იტალიური ლიმონი

გულის ნოტები: ეგვიპტური ჟასმინი, ილანგ ილანგი

საბაზისო ნოტები: მუხის ხავსი, მადაგასკარული ვანილი, პაჩული

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER /EAU), Linalool, Hydroxycitronellal, Benzyl salicylate, Limonene, Cinnamyl alcohol, Citronellol, Hexyl cinnamal, Benzyl benzoate, Geraniol, Eugenol, Amyl cinnamal, Benzyl cinnamate, Benzyl alcohol, Farnesol, Citral, Isoeugenol, Cinnamal

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).