მთავარიშოპისუნამო

PANDOLFO

PANDOLFO

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Pandolfo, დომინანტური ხასიათის ქალებისა და მამაკაცებისთვის შექმნილი მასკულინური, მძაფრი არომატია, რომელიც მუდამ მაცდურ, მგრძნობიარე ხასიათს ინარჩუნებს, გარშემომყთა გულებს კი მყისიერად ხიბლავს და იპყრობს.

მოცულობა:

Not Chosen

1,020.00 ₾
აღწერა

მამაცი პრინცი სიჯიზმონდო (იგულისხმება იტალიელ არისტოკრატთა დინასტიის წევრი — სიჯიზმონდო პანდოლფო მალატესტა. მალატესტების დინასტია, XIII საუკუნიდან 1528 წლამდე, რიმინის მართავდა), ხშირად მიუძღვოდა ჯარს და ფრონტის წინა ხაზზე, გადაცმული იბრძოდა, რათა მტრებისთვის ამოუცნობი დარჩენილიყო და მათ მახეს ასცდენოდა; რაინდებთან ინტეგრირებისას კი — სახელ პანდოლფოს იყენებდა. სწორედ სიჯიზმონდო მალატესტას უდიდეს გამბედაობასა და ძალას ასახავს V Canto-ს სუნამო — Pandolfo.

ესენციის სურნელი დაბალანსებული თაიგულით იშლება: ძვირფასი მუსკატის ვარდი გახვეულია იდუმალი მაროკოს დანამასტაკის (მარადმწვანე მცენარე) ფისით ხაზგასმულ აბრეშუმისებრი ბერძნული სალბის საბურველში.

კომპოზიციის ორიგინალურ გახსნას ზურგს უმაგრებს სუნამოს მებრძოლი პერსონაჟივით გულუხვი და ვაჟკაცური გული — მერქნოვანი და ფისოვანი ნოტების ენერგიული ფერხული. უიშვიათესი წითელი პაჩულის და მუშკისა და ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) ნაზავის აფროდიზიაკურ ეფექტთან კომბინაციას გვთავაზობს ბაზა, რათა არომატის ძალა და შთამბეჭდავი სიმძაფრე გააძლიეროს.

Pandolfo, დომინანტური ხასიათის ქალებისა და მამაკაცებისთვის შექმნილი მასკულინური, მძაფრი არომატია, რომელიც მუდამ მაცდურ, მგრძნობიარე ხასიათს ინარჩუნებს, გარშემომყთა გულებს კი მყისიერად ხიბლავს და იპყრობს.

ზედა ნოტები: მუშკის ვარდი, ბერძნული სალბი და მაროკოული ლენტისკი

შუა ნოტები: სანდალოზის ხე, კვიპრიოლი, ინდური უდი და ინდური გურჯუმი

ბალზამი; ქვედა ნოტები: წითელი პაჩული, მუშკი და ქარვა

Alcohol Denat., Parfum, Linalool, Hydroxycitronellal, Farnesol, Limonene, Citronellol, Geraniol

პარფიუმერული ბრენდის — V Canto-ს (გამოითქმის, როგორც „კვინტო კანტო“) შთაგონება, ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რაც კი ოდესმე დაწერილა — სიყვარული ავთენტური წარმოშობის, ღრმა ფესვებისა და სამშობლოსადმი. 700 წელზე მეტია, რაც ტერენცების (პარფიუმერები — ტიციანა და პაოლო) ოჯახი, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის — გრადარას მახლობლად სახლობს: ამ ჯადოსნურ ღირსშესანიშნაობას, დიდმა დანტე ალიგიერმაც კი მიუძღვნა კანტო, პაოლოსა და ფრანჩესკას უკვდავი ლექსებით გამოძერწილი ფიგურებით („ღვთაებრივი კომედია. „ჯოჯოხეთი“ (Inferno). V კანტო). სწორედ იმ სტრიქონების ანარეკლებიდან იბადება V Canto-ს სურნელოვანი ქმნილებებიც.

კოლექცია „ლურჯი“ (The Blue Collection), ვნებით და სიყვარულით, ცოდვებით და სათნოებით, მანკიერებებით და ჰუმანურობით აღსავსე შუა საუკუნეების ისტორიისა და პოეზიის ანარეკლია;

კოლექციები — „წითელი“ და „მწვანე“ (Red | Green Collection), პარფიუმერების — პაოლო და ტიციანა ტერენცების შემოქმედებას, ახალი ისტორიებით ამდიდრებს V Canto-ს ციხის მკვიდრი შესანიშნავი დედოფლის — ლუკრეცია ბორჯიას შთაგონებით;

რაც შეეხება კოლექციას — „სიყვარულის ფოთლები“ (Foglie d'Amore Collection), მასში შემავალი სუნამოების ყოველ ფლაკონს, უძველესი ტექნოლოგიით ხელნაკეთი ოქროსა და ვერცხლის ფოთლები ამშვენებს და უნიკალურ, განუმეორებელ დიზაინს ანიჭებს;

V Canto — ესაა სიყვარული, ყველა შესაძლო ფორმით და ასპექტით, რადგან სიყვარულით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია