მთავარიშოპიBlooming Fragrances

PALATINE

PALATINE

Eau de Parfum

Blooming Fragrances

Palatine — ესაა არომატი, რომელიც გარშემომყოფებს თავდაჯერებას შთააგონებს და სიმტკიცისა და თავისუფლების იდეებს ნერგავს!

მოცულობა:

Not Chosen

1,136.00 ₾
აღწერა

აღმოაჩინეთ Parfums de Marly-ს ყოველი ასპექტი ერთ სუნამოში, გამორჩეული შემადგენლობით დაწყებული, მანათობელი ხასიათით დასრულებული; პარფიუმერ ჟულიენ სპრეშერის უნიკალური ხედვის კვალდაკვალ!

„Palatine — ესაა განაცხადი ქალებისთვის, რომლებიც საკუთარ ინდივიდუალიზმს უშიშრად ეგებებიან,“ — აღნიშნავს არომატის შემქმნელი.

ქალთა გამაძლიერებელი სულისკვეთებით აღსავსე, დახვეწილი კომპოზიცია აგებულია ყვავილების თანამედროვე თაიგულის ღერძზე, რომელსაც გრილი, ხილისებრი და პუდროვანი ნოტები აძლიერებს: მანდარინის, ბერგამოტის და მსხლის გამხსნელი ნოტები, გამბედავი, კონცეპტუალური იის ფურცლების გულისკენ მიგვიძღვის. სურნელოვანი ნაზავი, ხავერდოვანი შეგრძნებების გასაძლიერებლად, მუშკის და კრემოვანი სანდალის ხის ბაზას ეყრდნობა.

Palatine-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი, დახვეწილი სიღრმის დამსახურებით, საყოველთაოდ დაფასებული, სამეფო პარფიუმერიის სტატუსის განმსაზღვრელი ლავანდაა. Parfums de Marly, მას, მოულოდნელ აკორდებთან ექსპერტული მიქსოლოგიით, რევოლუციური, თანამედროვე კომპოზიციებით გარდაქმნის ახალი განზომილებების გამოსავლენად; თუმცა, ამავდროულად, მე-18 საუკუნის პაფრიუმერიისთვის დამახასიათებელ ელეგანტურობას უნარჩუნებს.

Palatine — ესაა არომატი, რომელიც გარშემომყოფებს თავდაჯერებას შთააგონებს და სიმტკიცისა და თავისუფლების იდეებს ნერგავს!

გამხსნელი ნოტებიმანდარინი, ბერგამოტი, მსხალი

გულის ნოტებიიის ფურცლები, ლავანდინი (ლავანდის ბუნებრივი ჰიბრიდი მეტად გრილი და ევკალიპტისებრი სურნელით — ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული. იზრდება ველურად, პროვანსის მშრალ პლატოებზე), ყვავილოვანი თაიგული

საბაზისო ნოტებისანდალის ხე, პაჩული, მუშკი, ვანილი

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), ALPHA-ISOMETHYL IONONE, LIMONENE, HYDROXYCITRONELLAL, BENZYL SALICYLATE, CITRONELLOL, LINALOOL, GERANIOL, COUMARIN, TOCOPHEROL, CITRAL, FARNESOL, BENZYL BENZOATE, BHT

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.