მთავარიშოპისუნამო

PACIFIC PARK

PACIFIC PARK
PACIFIC PARK

Eau de Parfum Intense

სუნამო

SIMONE ANDREOLI-ს Pacific Park ხალისიანი არომატია, რომელიც სანტა მონიკას ამავე სახელწოდების მხიარული პარკის ატომსფეროს გარდაქმნის ტკბილი, გურმანული ნოტებით.

მოცულობა:

Not Chosen

501.00 ₾
აღწერა

არომატის ტიპი: გურმანული

ძირითადი ნოტები: მანდარინი, მსხალი, კარამელი, დაშაქრული ხილი, ვანილი

არომატის შთაგონება

ბავშვობაში, სიმსუბუქეში დაბრუნება:

SIMONE ANDREOLI-ს Pacific Park ხალისიანი არომატია, რომელიც სანტა მონიკას ამავე სახელწოდების მხიარული პარკის ატომსფეროს გარდაქმნის ტკბილი, გურმანული ნოტებით.

დაშაქრული ხილის და კარამელის სურნელი მანდარინის და მსხლის გრილ აკორდებს იკრავს გულში და იმ ხარბ ნიავს მოგვაგონებს, ატრაქციონებზე ჯდომისას რომ შევიგრძნობთ.

(წყნარი ოკეანის პარკის) Pacific Park-ის დღიური

Ocean Avenue-ს ქუჩაზე დაშაქრული ხილის, კარამელის და კრეპების სურნელია მოფენილი და პირსზე აგებული კარუსელებისკენ მიგვიძღვის.

იმ ბავშვივით იცინი, 15 წლის წინათ რომ იყავი, და ზუსტად ისე მიცქერ, როგორც მაშინ, ლუნას პარკში შემხედე.

დაბრუნება ბავშვობაში, რეგრესი უმანკოებისკენ, სანტა-მონიკას იმ მზიან ივლისში, სადაც თავს ბავშვებად ვგრძნობთ და ხვალინდელ დღეზე ფიქრის გარეშე ვმხიარულობთ.

ხილის სორბეტს მივირთმევთ და სხვების ბედნიერ სახეებს ვაკვირდებით.

აქ ჩვენი არდადეგები იწყება.

მოგონებები, თავქარიანი ბავშვობის ხელახლა აღმოჩენილი შეგრძნებები, შენთან ერთად, ამ პირსის ყოველ კარუსელზე დამყვება თან და ჩემს გონებაში იმ ბავშვის ფრაგმენტების პროექცირებას ახდენს, დავიწყებული რომ მყავდა.

ბავშვი, რომელიც უზრუნველად თამაშობდა და კანფეტებს მიირთმევდა.

ის შორეული ფილმი, რომელიც გვგონია, რომ ახლანდელ დროზეა.

ვნებდები წარსულის მომაჯადოებელ მოგონებებს, ნაზად, ფიქრებით თან რომ მივყავარ.

მანდარინი, მსხალი, კარამელი, დაშაქრული ხილი, ვანილი.

Alcohol, Parfum (Anise alcohol, Benzyl alcohol, benzyl benzoate, benzyl salicylate, citral, citronellol, coumarin, hydroxycitronellal, limonene, linalool), Aqua, Diethyl phtalate.

SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.

სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…

მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.

ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.

დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“