მთავარიშოპისუნამო

Oud Patchouli

Oud Patchouli
Oud Patchouli

Eau de Parfum

სუნამო

თავისუფლების მოყვარე, რაფინირებული, ეგზოტიკური ინდივიდები, მისტიკურ გამოცდილებებს ეძებენ…

მოცულობა:

Not Chosen

90.00 ₾
აღწერა

Alyssa Ashley-ს არომატი Oud Patchouli ვარდისფერი პილპილის და ვარდის გრილი ნოტებით იშლება. სურნელის გულში, კომპოზიციას გერანიუმის და ზაფრანის ნოტები ამშვენებენ.

უდის, გუაიას ხის, სანდალის ხის, პაჩულის და ვეტივერის მერქნისებრი მელანჟი კი, არომატის ბაზას, გამორჩეულ პიროვნულ მახასიათებლებსა და ძალას მატებს.

top; Rose, Pink Pepper, heart; Geranium, Labdanum, Saffron, base; Oud, Vetiver, Gaiacwood, Sandalwood, Patchouli

ALCOHOL DENAT. (ALCOHOL), PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), CITRAL, CITRONELLOL, GERANIOL, LIMONENE, LINALOOL.

პარფიუმერული ბრენდი Alyssa Ashley 1969 წელს, იტალიური სიურეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის — ენრიკო დონატის ბრწყინვალე გონებაში დაიბადა: სურნელოვანი ოსტატობისადმი მისწრაფება ხელოვანმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ისტორიული ფრანგული პარფიუმერული სახლის — Houbigant-ის უკანასკნელ მემკვიდრეზე იქორწინა: წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, თუმცა დონატის პარფიუმერიისადმი სიყვარული უცვლელი დარჩა, რის გამოც, განქორწინების შემდეგ, კომპანიის შესყიდვა გადაწყვიტა.

Houbigant-ის სურნელოვანი ხაზი — Alyssa Ashley ენრიკო დონატის ქალიშვილს — ალისას მიეძღვნა: მისი იდენტობა კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულ მალე, დამოუკიდებელ ბრენდად იქცა.

აი, ასე შეიქმნა Alyssa Ashley: ორი დარგის — სახვითი ხელოვნებისა და პარფიუმერული ოსტატობის შერწყმის შედეგად!