მთავარიშოპი

OUD FOR GREATNESS

OUD FOR GREATNESS

Eau de Parfum

შეიგრძენი შინაგანი სიდიადე და იბატონე ძლევამოსილად, INITIO Parfums Privés-ს სურნელით! Oud For Greatness, დიდებულებითა და ნედლი ინტენსივობით გადამუშავებული უდის ხის ბუნებრივი ესენციის განსხეულებაა.

მოცულობა:

Not Chosen

1,235.00 ₾
აღწერა

შეიგრძენი შინაგანი სიდიადე და იბატონე ძლევამოსილად, INITIO Parfums Privés-ს სურნელით! Oud For Greatness, დიდებულებითა და ნედლი ინტენსივობით გადამუშავებული უდის ხის ბუნებრივი ესენციის განსხეულებაა.

პაჩულის და მუშკის ფაქიზი ვუალით შემოსილი თამამი ფორმულა, ბუნების ძალას ასხივებს და უდავოდ მეფურ ნაკვალევს ტოვებს. ესაა კომპოზიცია, რომელშიც ძალაუფლებითა და ელეგანტურობით დამუშავებული უდის ესენცია, სრულყოფილებას აღწევს. განმაცვიფრებლად სტურქტურირებული არომატის ბუნებრივად მომაჯადოებელ სურნელს, ლავანდის გრილი ენერგიულობა და მუსკატის კაკლისა და ზაფრანის სითბო აძლიერებს.

მართლაც დამატყვევებელი, შთამბეჭდავი სურნელოვანი ქმნილება გაბედულად ოცნებისა და დიადი ამბიციების რეალობად გარდაქმნისკენ გვიბიძგებს. ატარეთ ყნოსვითი მანიფესტი — Oud For Greatness თავდაჯერებით, შეიგრძენით შინაგანი ცეცხლის შთამაგონებელი და გამაღვივებელი დიდებულება და ძალა!

დააწყვილეთ, შეუხამეთ და ითამაშეთ სურნელებით: მიიპკურეთ Oud For Greatness ამავე ბრენდის Atomic Rose-თან ერთად და შეიგრძენით წმინდა ძალისა და მოუთვინიერებელი მშვენიერების ნაზავი!

გამხსნელი ნოტებიზაფრანა, მუსკატის კაკალი, ლავანდა

გულის ნოტიუდი (აგარის ხე)

საბაზისო ნოტებიპაჩული, მუშკი

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), LIMONENE, EUGENOacL, LINALOOL

ნიშ არომატების ბრენდი INITIO, სურნელთა ორიგინალური ძალებით, კლასიკური პარფიუმერიის საზღვრებს ცდება, მისი საიდუმლო თილისმები კი არომატული კომპოზიციების მისტიკურ ასპექტებს ავლენენ.
ფართოდ შეაღეთ კარი ჯადოსნური, ექსტრაორდინალური ძალების უნიკალურ სამყაროში, სადაც გაძლიერებული სენსორული ვიბრაციები სურნელთა შეუღწევადი ენერგიების შეგრძნებაში გვეხმარებიან.