მთავარიშოპისუნამო

OUD

OUD
OUD 100 ML + 15 ML

Eau de Parfum

სუნამო

Sillage d’Orient-ის არომატი Signature Oud კოლექცია Signature-ს ყველაზე სექსუალური, მიწისებრი, იდუმალი ხასიათის სუნამოა, პაჩულის და ზაფრანის ბლენდით შექმნილი ინტენსიური ხისებრი სურნელი.

მოცულობა:

Not Chosen

690.00 ₾
აღწერა

როგორც გველების მომთვინიერებელი აჰიპნოზებს კობრას კალათში შესატყუებლად, როგორც ყოვლისშემძლე ჯინის ჯადოსნური ცეცხლი მიიმალება ლამპარში, ასევე დაატყვევეს საოცრად პრესტიჟული პარფიუმერული ინგრედიენტის — უდის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) არომატი სუნამოს ფლაკონში — არაბი სულთნების აქსესუართა სადარ, ოქროს გლუვი უზორით მოვარაყებულ, მერქნოვან მინაში!

Sillage d’Orient-ის Signature Oud კოლექცია Signature-ის ყველაზე სექსუალური, მიწისებრი, იდუმალი ხასიათის სუნამოა; ინტენსიური მერქნოვანი სურნელი პაჩულის და ზაფრანის ნაზავით.

გუავა, მსხალი, ტიარას ყვავილი, პაჩული, თაფლი, მუშკი

სუნამოს ძალა მისი შეუცნობელი ხასიათის არომატშია: დახვეწილ ფარჩას ხელით შეეხებით, ხმელთაშუა ზღვის ჰორიზონტს თვალს გააყოლებთ, შეიგრძნობთ, როგორ დნება პირში გემრიელი ფუა გრა, მაგრამ თავბრუდამხვევი, მათრობელა სურნელი, სრულიად მოულოდნელად დაგატყდებათ თავს!

Sillage d’Orient-ის ყოველი არომატის ჩამოსხმა მისტერიის ბოთლში მომწყვდევის რიტუალია, მათი გამოყენება კი ამ იდუმალი ძალის დაუფლების სიმბოლო!

ზოგი მიიჩნევს, რომ იდეალურად კვეთილი ძვირფასი ქვის ძალა მის დამატყვევებელ ბზინვარებაშია, ზოგს კი — მისი ბრწყინვალე ელფერი ნუსხავს.

რა გზითაც არ უნდა გესაუბრებოდეთ ქვა, ის ამას უსიტყვოდ ახერხებს: შეგრძნებებით, ვიბრაციებით, ენერგიით, თქვენს ქვეცნობიერთან იდუმალი კავშირით…

თქვენი შინაგანი ინტუიცია, ძვირფას ქვასთან, როგორც სულიერ მეგობართან, უხილავ ბმას განაპირობებს. სწორედ ამ გამოუთქმელი კავშირის აღმნიშვნელია Sillage d’Orient-ის კოლექცია Signature. მის ყოველ სუნამოში, შესატყვისი სახელის მქონე ქვის მსგავსად, საკუთარი სულის ნაწილს აღმოაჩენთ.

გაიცანით Sillage d’Orient-ის კოლექცია Signature-ის სუნამოები და მიაგენით თქვენი სრულყოფისთვის შექმნილ არომატს!