მთავარიშოპიBlooming Fragrances

ORIANA

ORIANA
ORIANA

Eau de Parfum

Blooming Fragrances

Parfums de Marly-ს Oriana მარშმელოს, მანდარინის და შანტილის კრემის — ლუი მე-15-ისათვის შექმნილი ბოჰემური სიტკბოების კაშკაშა ინდულგენციაა.

მოცულობა:

Not Chosen

1,136.00 ₾
აღწერა

გურმანული, ყვავილოვანი და ხილისებრი სუნამო Oriana სიფრიფანა სიტკობს — დესერტ „მილფეის“ ასოციაციაა, სინაზის და მგრძნობიარობის განსახიერება. მისი შექმნის იდეა ტექსტურის ვარიაცია იყო.

მანდარინის და იტალიური ბერგამოტის ცქრიალა, გემრიელი გამხსნელი ნოტები, ფორთოხლის ყვავილის და შავი მოცხარის მხიარულ გულის ნოტებთან ერთად, ადიქციური ბაზისკენ — მსუბუქი მარშმელოსა და შანტილის კრემის ჰაეროვანი სიტკბოსკენ მიგვიძღვის.

არომატულ კომპოზიციას ხორციელ ასპექტებს მატებენ ამბრეტის (ბუნებრივი მუშკი) და მუშკის (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) საბაზისო ნოტები.

Oriana-ს სურნელს ჭეშმარიტად შეიძლება, „კაშკაშა სიტკბოება“ ეწოდოს.

საუკეთესო სეზონი არომატის მისაპკურებლად: გაზაფხულის და ზაფხულის მზიანი დღეები

გამხსნელი ნოტები: მანდარინი, ბერგამოტი, გრეიფრუტი

გულის ნოტები: ფორთოხლის ყვავილი, შავი მოცხარი, ჟოლო

საბაზისო ნოტები: მარშმელო, ამბრეტი (ბუნებრივი მუშკი), შანტილის კრემი, მუშკი (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში)

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Limonene, Linalool, Benzyl Salicylate, Benzyl Alcohol, Alpha-isomethyl Ionone, Citronellol, Citral, Geraniol, Hydroxycitronellal, Farnesol, Coumarin, Eugenol

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.