ONYX 100ML + 15 ML
Eau de Parfum
სუნამო
Sillage d’Orient-ის Signature Onyx დაგეხმარებათ, იპოვოთ შთაგონება, რათა საკუთარი მომავლის შემქმნელი ოსტატი გახდეთ.
Not Chosen
ერთ დროს, ონიქსის ქვას ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადასალახავად იყენებდნენ. „ენერგიის შემმატებელი და გამაძლიერებელი“ ციტრუსების, ყვავილების და ხის მაცოცხლებელი ნაზავი — Signature-ს არომატი Onyx მათთვისაა შექმნილი, ვისაც სურს, თავად გახდეს საკუთარი ბედისწერის ავტორი!
სურნელოვანი კომპოზიცია ციტრუსოვანი და ყვავილოვანი ნოტების ბლენდს წარმოადგენს: ვაშლის და ანანასის სიტკბო კასისის (შავი მოცხარის ტკბილი აკორდი) ინტენსიურ კენკროვან ნოტებსა და ქარვის, მუხის ხავსის და ვანილის ხისებრ არომატებს ერწყმის. Onyx-ს ერთდროულად ხილის და ტყის სურნელი და ონიქსის ქვის მსგავსად, გამაძლიერებელი, ენერგიის მომნიჭებელი მოქმედება ახასიათებს.
Sillage d’Orient-ის Signature Onyx დაგეხმარებათ, იპოვოთ შთაგონება, რათა საკუთარი მომავლის შემქმნელი ოსტატი გახდეთ.
შავი მოცხარი, იტალიური ბერგამოტი, ანანასი, ვარდი, ხმელი არყი, პაჩული, მუშკი, მუხის ხავსი, ქარვა, ვანილი
სუნამოს ძალა მისი შეუცნობელი ხასიათის არომატშია: დახვეწილ ფარჩას ხელით შეეხებით, ხმელთაშუა ზღვის ჰორიზონტს თვალს გააყოლებთ, შეიგრძნობთ, როგორ დნება პირში გემრიელი ფუა გრა, მაგრამ თავბრუდამხვევი, მათრობელა სურნელი, სრულიად მოულოდნელად დაგატყდებათ თავს!
Sillage d’Orient-ის ყოველი არომატის ჩამოსხმა მისტერიის ბოთლში მომწყვდევის რიტუალია, მათი გამოყენება კი ამ იდუმალი ძალის დაუფლების სიმბოლო!
ზოგი მიიჩნევს, რომ იდეალურად კვეთილი ძვირფასი ქვის ძალა მის დამატყვევებელ ბზინვარებაშია, ზოგს კი — მისი ბრწყინვალე ელფერი ნუსხავს.
რა გზითაც არ უნდა გესაუბრებოდეთ ქვა, ის ამას უსიტყვოდ ახერხებს: შეგრძნებებით, ვიბრაციებით, ენერგიით, თქვენს ქვეცნობიერთან იდუმალი კავშირით…
თქვენი შინაგანი ინტუიცია, ძვირფას ქვასთან, როგორც სულიერ მეგობართან, უხილავ ბმას განაპირობებს. სწორედ ამ გამოუთქმელი კავშირის აღმნიშვნელია Sillage d’Orient-ის კოლექცია Signature. მის ყოველ სუნამოში, შესატყვისი სახელის მქონე ქვის მსგავსად, საკუთარი სულის ნაწილს აღმოაჩენთ.
გაიცანით Sillage d’Orient-ის კოლექცია Signature-ის სუნამოები და მიაგენით თქვენი სრულყოფისთვის შექმნილ არომატს!